ნინა სუბლატის პოლიტიკური განცხადება ევროვიზიის პრესკონფერენციაზე (video)

0
13

„ამაყი ვარ და საქართველოს გულის ძგერას ვგრძნობ, ვიცი ისინი რასაც გრძნობენ. საქართველო ამას ნამდვილად იმსახურებს, იმიტომ, რომ ქართველები იბრძვიან იყვნენ თავისუფლები. ისინი იბრძვიან, რომ იყვნენ ევროპის ნაწილი. ეს ჩვენთვის ხიდის აგებასავითაა. მე ძალიან ამაყი ვარ და ისინიც ძალიან ამაყი არიან.“- განაცხადა ნინა სუბლატმა ევროვიზიის პირველი ნახევარფინალის შემდეგ, გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ფინალში გადასული 10 ქვეყნის კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ფიქრობ, შენი ქვეყანაც მებრძოლია? მომღერალმა უპასუხა:

“ხშირად მესმის კითხვა: რატომ არის სიმღერის სახელწოდება მებრძოლი, ალბათ უცნაურია  20 წლის გოგონა ასე აზროვნებს და იმაზე ფიქრობს, რომ იყოს მებრძოლი, იყოს ფემინისტი. მაგრამ საქართველოს მართლა აქვს ბრძოლის მიზეზები…

ჩვენი ქვეყანა პატარაა და ბევრი ცდილობს ჩვენს განადგურებას. ძნელია სიტყვებით ახსნა, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის იყო მებრძოლი, რადგან ჩვენ უკვე საუკუნეებია ვიბრძვით. ეს არის ისიტორია, ეს არ არის მარტივი შეკითხვა”– განაცხადა სუბლატმა.

წყარო