Anonymous Blog: მე გეი ვარ და არ მინდა ამის გამო მრცხვენოდეს, არც ის მინდა რო მე დამემსგავსონ, ვისაც როგორ უნდა არჩევანის თავისუფლება უნდა ქონდეს

ჩემი ისტორია 20 წლის წინ იწყება და ჰომოსექსუალიზმს უკავშირდება, გადავწყვიტე მომეწერა თქვენთვის რადგან კარგია როცა სათქმელს ამბობ, გულზე გეშვება, სულ რომ გვლანძღავენ და ამდენი აგრესია მოდის ჩვენზე, არავინ რატომ არ ფიქრობს რატომ ხდება ასე და რა ამბავი გადახდა რომელიმე კონკრეტულ ადამიანს? მართლა არ მიყვარს როცა გამომწვევად იქცევიან და სხვის აგრესიას იმსახურებენ, რატომ რა საჭიროა? მე ეს არც მეამაყება და არც მრცხვენია, ასეთი ვარ და მორჩა…

რაც შეეხება ისტორიას, 20 წლის წინ 18 წლის მეზობელმა ბიჭმა გამაუპატიურა, მე 10 წლის ვიყავი, ძალიან ბევრი ვიტირე, ყველაფერი მტკიოდა და არც სიამოვნება მიმიღია არანაირი, მერე დამემუქრა არსად მეთქვა თორე დამამახინჯებდა და თან მაგას რო მეუბნებოდა დანას მიტრიალებდა, მეც ხმა არ ამომიღია და ჩუმად ვიყავი, სამი დღის მერე ისევ დამიჭირა სადარბაზოში და შემათრია თავისთან სახლში, მეორეზე ისე აღარ მეტკინა და ცოტათი მესიამოვნა კიდეც…

ასე გაგრძელდა ერთი წელი თითქმის ყოველდღე გვქონდა ურთიერთობა, ცოტა ხანში ძალადობაც აღარ ჭირდებოდა, მე თვითონ მივდიოდი, მერე ის ბიჭი დაიჭირეს თუ სადღაც გაიქცა სხვა რამეების გამო, მე კიდე დავრჩი ისე როგორც ვიყავი, მარა ვატყობდი რო უკვე კაცები მომწონდა და ქალები აღარ მაინტერესებდა,

როგორც ჩანს ჩემ ფსიქიკაში რაღაცა მოხდა და ჩამოვყალიბდი ისეთად როგორიც ვარ, მერე დიდობაში ვცადე ქალებთანაც მარა არ მესიამოვნა, მოკლედ მე გეი ვარ და არ მინდა ამის გამო მრცხვენოდეს, არც ის მინდა რო მე დამემსგავსონ, ვისაც როგორ უნდა არჩევანის თავისუფლება უნდა ქონდეს, მე არ მქონდა, მაგრამ სხვას ხო შეიძლება ქონდეს…

იყო პერიოდი როცა ძალიან მეშინოდა გამჟღავნების, ძალიან დიდი იყო აგრესია და ალბათ თავდაცვაც იყო, ვცდილობდი არ შემემჩნია, ახლა ბევრად უკეთესადაა სიტუაცია, აღარავის უტყდება აღიარება (უმეტესობას) არ ვთვლი რო ეს კარგია, მარა არც  ის მგონია რო ცუდია და ამიტომ ნუ ატეხავთ ამ ყველაფერზე დიდ ამბავს, ყველა იყოს თავისთვის და აკეთოს რაც უნდა

მე მაგალითად არც არავის დაცვა არ მჭირდება და არც თავს დავაჩაგრინებ არავის, მაგას ჯობია ბავშვებს მიაქციოთ მეტი ყურადღება რომ ძალადობა ნაკლები იყოს და ვიღაც გარეწარმა არჩევანის თავისუფლება არ დააკარგინოს…

 

Yellowblog.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები