ახალი სათვალთვალო აპლიკაცია ეჭვიანი შეყვარებულებისთვის

ეს საჩუქარი შეიძლება ბევრად მეტი იყოს ვიდრე სასიყვარულო ჟესტი, და ამიტომ იქნებ ღირდეს მისი აპლიკაციების კარგად შემოწმება. კომპანია mSpy უკვე საშუალებას აძლევს მსურველებს იყიდონ ტელეფონი რომელიც ჯაშუშის დონეზეა აღჭურვილი სათვალთვალო პროგრამით.

“ტელეფონი იწერს ყველაფერს რაც აპარატში ხდება და დეტალურ ინფორმაციას აგზავნის სპეციალურ ვებ-გვერდზე. პროგრამა აფიქსირებს განხორციელებულ ზარებს, გახსნილ e-mail-ებს, ნანახ და გაგზავნილ მესიჯებს, ჩატს, ფოტოებს და ნებისმიერ შეხებას ღილაკზე/სენსორზე” აცხადებს ჟურნალი Forbes.

mSpy ყიდის ტელეფონის მეხსიერებაში ჩაწერილ პროგრამას შემდეგ ტელეფონებთან ერთად: HTC One, Nexus 5, Samsung Galaxy S4 და iPhone 5s; ტელეფონის ფასის გარდა მომხმარებელი ყოველწლიურად მომსახურებისთვის 199 ამერიკულ დოლარსაც იხდის.

პროგრამა ასევე იყიდება როგორც ჩამოსატვირთი ვერსია, რომლის ჩაწერაც შესაძლებელია საიტზე მითითებულ ტელეფონის მოდელებში (compatible phone).

mSpy ამტკიცებს რომ პროგრამა შექმნილია მშობლებისთვის არასრულწლოვანი შვილების გასაკონტროლებლად და ასევე ხელმძღვანელებისთვის რომლებსაც სურთ კანონის ფარგლებში მიიღონ ინფორმაცია თანამშრომლების შესახებ, რომლებიც იყენებენ სამსახურის ტელეფონებს. თუმცა ანდრეი შიმანოვიჩმა (კომპანიის თანადამაარსებელმა) ჟურნალისტებს განუცხადა რომ შესაძლებელია ამ აპლიკაციის გამოყენება არაკანონიერად მოინდომონ სხვებმაც, რასაც არ მიიჩნევს საკუთარ პასუხისმგებლობად.

კითხვაზე, თუ როგორ უნდა გაიგოთ არის თუ არა ეს პროგრამა ჩაწერილი თქვენს ტელეფონზე, პასუხი არ მიუღიათ ჟურნალისტებს, თუმცა ინტერნეტში აღმოჩნდა ისეთი პროგრამა რომელიც აპლიკაციის წაშლაში დაგეხმარებათ (uninstall the program) თუ ის ჩაწერილია თქვენს ტელეფონში.

მაგრამ თქვენ თუ გაქვთ საბაბის იმისა რომ იფიქროთ ვინმე გითვალთვალებთ, ის დროა იფიქროთ ახალ ტელეფონზე… და ახალ ურთიერთობაზეც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები