ელენე წიკლაური – ზოგიერთისთვის ექსტრავაგანტულობა ყურადღების ცენტრში ყოფნის ერთადერთი საშუალებაა, მე ეს არ მჭირდება

ელენე 20 წლისაა, სწავლობს, მოდელობს და საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობს, თუმცა ბევრი კოლეგისაგან განსხვავებით საკმაოდ უბრალო, მეგობრული და უშუალო ადამიანია, ძირითადად იღიმება, გარშემო პოზიტივს ასხივებს და წარმოუდგენელია მის საზოგადოებაზე თავიმოწყენილად ან უხერხულად იგრძნო. ის ახლახან დაბრუნდა მალაიზიიდან სადაც საქართველოს სახელით საერთაშორისო კონკურსზე გამოვიდა, სწორედ ამ კონკურსის და კიდევ ბევრი საინტერესო თემის შესახებ ესაუბრა ელენე წიკლაურიyellowblog.ge -ის:

 

– რამდენი ხანია რაც მოდელი ხარ?

– აქტიურად 2013 წლიდან დავიწყე, როდესაც კონკურსში “მის საქართველო” მივიღემონაწილეობა, მანამდე გავლილი მქონდა შემსწავლელი კურსი სააგენტო “fashion charm”ში,სადაც გვასწავლ იდნენ დეფილეს, კამერასთან პოზირებას და ა.შ.

– სად საქმიანობ და რამდენად ხშირად იღებ მონაწილეობას ჩვენებებში?

– ჩვენებებში ხშირად არ ვიღებ მონაწილეობას, ძირითადად ვიდეო რგოლებში დაფოტოსესიებში.

– რა არის შენთვის მოდელობა, უბრალოდ პროფესია, ცხოვრების წესი თუ ამის გარეშე სხვა საქმეში შენი თავი ვერ წარმოგიდგენია? (თუ წარმოგიდგენია მაშინ სად?)

– ძალიან მომწონს ეს სფერო. ალბათ ყველა გოგონას სურვილია იყოს წარმატებულიმოდელი, მონაწილეობა მიიღოს ცნობილ დიზაინერთა ჩვენებებში, მაგრამ მოდელობაჩემთვის ძირითადი პროფესია არ გახლავთ, ალბათ უფრო ჰობია, რომელიც წლების შემდეგკარგ მოგონებად დამრჩება.

– გარდა მოდელობისა ხარ რამეთი დაკავებული? მაგალითად სწავლით, მოდელობა ხომ საკმაოდ ხანმოკლე პროფესიაა?!…

– კი, ვსწავლობ ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე.როგორც აღნიშნეთ მოდელობაძალიან ხანმოკლე პროფესიაა და მთელი ცხოვრება ამაზე დამოკიდებული ვერ იქნები.

– როგორია კულისებიდან დანახული ქართული სამოდელო ბიზნესი?

– რთულია ქართულ სამოდელო ბიზნესზე ისაუბრო, რადგან ეს სფერო არ არის კარგადგანვითარებული, კი ვცდილობთ, ვაკეთებთ რაღაცას, მაგრამ ეს “რაღაც” საკმარისი არ არის.რთულია ამ სფეროში თავის დამკვიდრება. თითქმის ყველა ჩვენებასა თუ “fashion week”ზეერთი და იგივე მოდელები იღებენ მონაწილეობას. ყველა დიზაინერს ამოჩემებული ყავსრამდენიმე მოდელი და ყველა ჩვენებაში ეს გოგონები იღებენ მონაწილეობას.

– გარდა ფიზიკური მონაცემებისა რა არის საჭირო იმისათვის რომ მოდელმა წარმატებას მიაღწიოს?

– მოდელს უნდა ჰქონდეს შარმი, გამბედაობა, სითამამე, უნდა იყოს დახვეწილი. მას უნდაშეეძლოს საკუთარი სილამაზე სწორად გამოიყენოს და თავი წარმოაჩინოს. თუ ადამიანითავდაჯერებულია , ვფიქრობ რომ ნებისმიერი მიზნის მიღწევას შეძლებს, თუ რა თქმა უნდათავდაუზოგავად იშრომებს. გარდა ამისა, ერთერთი უმთავრესი საკითხი ვარჯიშია,არამხოლოდ მოდელთათვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისათვის, რათა მუდამ სასურველფორმაში იყვნენ.

– რა მოგწონს და რა არა ზოგადად მოდის სამყაროში?

– თუ საქართველო გაქვს მხედველობაში, არ მომწონს ის რომ დაბალი ანაზღაურებაა დასამუშაოც ნაკლებია…

– ექსტრავაგანტული თუ ხარ? და თუ თვლი რომ ეს აუცილებელია წარმატების მისაღწევად და ადამიანების ყურადღების მისაპყრობად?

– ექსტრავაგანტული არ ვარ, მაგრამ მაქვს საკუთარი სტილი, რითიც სხვებისაგანგანვსხვავდები. ზოგიერთი ადამიანისთვის ექსტრავაგანტულობა ყურადღების ცენტრში ყოფნისერთადერთი საშუალებაა, მე კი ვფიქრობ ეს არ მჭირდება

– თამამ ფოტო სესიაში თუ მიიღებდი მონაწილეობას?

– გააჩნია შემოთვაზება ვისგან იქნება და რა დონის სითამამეზე იქნება საუბარი..

– რომელი ქართველი დიზაინერი მოგწონს?

– ყველა მათგანს აქვს საინტერესო კოლექციები, თუმცა მე უფრო მეტად მომწონს GIZI დათამთა შინდელიშვილი. ასევე დამწყები დიზაინერი გიორგი ტატანაშვილი, მიმაჩნია რომსაკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდაა..

– სილამაზის კონკურსები ერთგვარი ტრამპლინია მოდელებისთვის, შენც მონაწილეობდი „მის საქართველოში“ და რა მოგცა ამ კონკურსმა?

– როგორც უკვე აღვნიშნე სამოდელო სფეროში მოღვაწეობა კონკურსით დავიწყე, ბევრივიშრომეთ რომ კარგი შოუ გამოსულიყო და ვფიქრობ გამოვიდა კიდეც. ძალიან კარგადმახენდება ეს პერიოდი.

– როგორც ვიცი სულ ახლახანს დაბრუნდი მალაიზიიდან, რა ხდებოდა იქ?

რამდენიმე დღის წინ დავბუნდი მალაიზიიდან. სამოდელო სააგენტო “image centre” ყოველ წელს გზავნის გოგონებს სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებზე. წელს მე წარვადგინე საქართველო “Miss Tourism Intenational 2014 – 2015″ზე. ის ერთი თვე , რაც იქ გავატარე იმის გარდა რომ საუკეთესო მოგონებად დამრჩება, ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის. არ არის მარტივი იცხოვრო უცხო ხალხთან და 60 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან გქონდეს ყოველდღიური ურთიერთობა, მაგრამ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე ეს არ გამჭირვებია, რადგან საკმაოდ მეგობრული და კომუნიკაბელური ადამიანი ვარ. ძალიან კარგი დრო გავატარე, ვნახე ბევრი საინტერესო ადგილი, ცხოვრებაში პირველად შევხვდი ახალ წელს უცხო ქვეყანაში და ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი საქართველოში.

– რას ურჩევდი დამწყებ მოდელებს?

– ვურჩევდი რომ ბევრი იშრომონ, იქნება ბევრი იმედგაცრუება, მაგრამ არ შეშინდნენ, პირიქითუფრო მეტი უნდა გააკეთონ მიზნის მისაღწევად.

– უახლოესი გეგმები რა გაქვს?

– ვფიქრობ კარგი იქნება საზღვარგარეთ თუ წავალ ცოტა ხნით, იქ განვითარების მეტი შანსია.ჩემი უახლოესი გეგმები ამას უკავშირდება.

– შორს მიმავალი გეგმები?

– საერთოდ არ მიყვარს წინასწარ საუბარი, ბევრი გეგმა მაქვს, ყველაფერი ერთდროულად არიქნება, ამიტომ მომავალზე პროგნოზებს ვერ გავაკეთებ, თუმცა ბევრ სიახლეს და საინტერესოამბებს გპირდებით.

 

Ps

ელენესთან ინტერვიუ სოციალური ქსელით ჩავწერეთ და კითხვები უკვე გაგზავნილი გვქონდა, როდესაც facebook-ზე გავრცელდა სტატია სადაც რუსული გამოცემები მას ყველა დროის ულამაზეს ქართველ მანდილოსანთა შორის ასახელებენ

 

ტატო მახაშვილი

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები