ზოდიაქოს ყველაზე ჭკვიანი ქალების TOP სამეული

არსებობს მოსაზრება, რომ ძლიერი სექსის წარმომადგენლებს ეშინიათ ჭკვიანი და გონიერი ქალების. არც ერთ მამაკაცს არ მოსწონს, როდესაც ქალი მის პროფესიულ ცხოვრებაში ერევა და გარკვეულ საკითხებში მითითებებს აძლევს, განსაკუთრებით კი კომპეტენტურ საკითხებზე შენიშვნებს. მაგრამ სწორედ ის არიან გონიერება, რომ თავისი ნიჭი ქალმა სწორად უნდა გამოიყენოს. ახლა წარმოგიდგენთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ყველაზე ჭკვიან და გონიერ ქალებს, რომლებსაც ასტროლოგების თქმით მამაკაცური აზროვნების უნარი გააჩნიათ. ამიტომაც ისინი ისეთ საქმეებს უმკლავდებიან რაც ხშირად მამაკაცს ევალება.

ვერძი – ეს ადამიანი გამოირჩევა გამჭრიახობით, რომელიც დაბადებიდან თანსდევს. ის პატარაობიდანვე ახერხებდა დაემარცხებინა ეზოში ბუნტისთავები და უფროსობას ყოველთვის თავის თავზე იღებდა. ვერძები (ქალი) ძალიან გამჭრიაი და სიცოცხლით აღსავსენი არიან, ისეთი ნიჭი აქვს, რომ ნებისმიერ მამაკაცურ საქმეს ალღოს აუღებს და თავს გაართმევს. სამწუხაროდ ეს ადამიანი გამოირჩევა გულიბრყვილობით და ხშირად რჩება მოტყუებული, ხოლო სიბრაზის რაღაც მომენტში გონებას ებინდება. ამიტომაც როგორც ჭკვიანი ქალის სტატუსი, შეიძლება ხალხში რამდენიმე წამში გაქრეს.

მორიელი – ამ ქალში ქალურობაზე მეტი მამაკაცურობის ნიშნებია. მას დიდი დრო სჭირდება, რომ შეეგუოს იმას თუ რატომ დაიბადა ქალად და არა კაცად. მას მამაკაცობა უფრო მისაღებად მიაჩნია და უფრო უადვილდება ასეთი ცხოვრება, რადგანაც ის ვერ იტანს ქალურ სიმაიმუნეს და ინტრიგებს. ეს ადამიანი გამოირჩევა პირდაპირობით. ამ ყველაფრის გარდა მას გააჩნია საუცხო ინტუციის გრძნობა, რომლითაც ხალხს კარგად ამოიცნობს ხოლმე. შესაბამისადაც ყოველთვის უპრობლემოდ ამოიცნობს ხოლმე მარტყუარებს და ცუდი განზრახვის მქონე ხალხს. ეს ადამიანები გამოირჩევიან შურისმაძიებელთა ხასიათით, ნებისმიერ რამეზე აქვთ პასუხი და არასდროს ეგუებიან დამარცხებას.

თხის რქა – ეს ადამიანი ბავშვობიდან გაწონასწორებულია, ზედმეტად მშვიდი, წყნარი და მუდამ სერიოზული. თუ გადაწყვეტს გართობას მაშინ მისი სამეგობრო წრე შემდგარი იქნება მამაკაცებისგან. მას ძალიან კარგად ეხერხება მამაკაცებთან ურთიერთობა და პროფესიული კუთხითაც დიდი ოსტატობით უწევს კონკურენციას უკვე დიდ ასაკში რა თქმა უნდა. შესაშურად და ძალიან კარგად შეუძლია ემოციების კონტროლი და თითქმის არასდროს არ ხვდება კონფლიქტურ სიტუაციებში. ეს ქალი ასევე ძალიან ჯიუტია რის გამოც მამაკაცები ხშირად გამოდიან წყობიდან.

წყარო

მსგავსი სიახლეები

კომენტარები