ამბავი ტრაგედიაზე, თანაგრძნობაზე, სიკვდილზე, ღმერთსა და უღმერთობაზე….

ტატოს ბლოგი…
რთულია გულგრილი დარჩე იმის ფონზე რასაც ბოლო ხანს ყველანი ვხედავთ, რთულია არ გეტკინოს და არ იგრძნო ის ტკივილი რაც ამ ყველაფერს ახლავს, რთულია არ მოგინდეს იყვირო, იტირო, იღრიალო და არ გეტკინოს, რთულია მედიას მოსთხოვო ამაზე ყურადღება არ გაამახვილოს მაშინ როდესაც ეს ყველაფერი ხდება, რთულია მედიას მოსთხოვო აჩვენოს, ეს ყველაფერი რადგან ამით დანარჩენების ფსიქიკა არ დააზიანოს, არადა რომ ხდება?!… არადა რომ ზიანდება?….

რა უნდა ქნას უბრალო მოკვდავმა რომელსაც ხმამაღლა გამოხატვისა და გაზიარებისა არაფერი შეუძლია?…

თითქოს ვერაფერს იზამს, თითქოს უძლურია, თითქოს რწმენაც ინგრევა, მითუმეტეს როცა სულიერი მამები გვეუბნებიან ეს ჩვენი საქმე არ არისო, მითუმეტეს როცა იცი ეს მედიის მიერ აგორებული თემაა და რაღაც მზადდება, როცა ხვდები რომ ადამიანების ტრაგედიას საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ „ძლიერნი“…

უნდა უთანაგრძნოს, სხვა რაღა დარჩენია…

უთანაგრძნოს, მაგრამ განაგრძოს ჩვეული ცოხვრება, ისევე როგორც განვაგრძობ მე, განაგრძობ შენ, განაგრძობს ის…

სხვა არაფერი დაგვრჩენია მანამ სანამ თანაგრძნობის გარდა არაფერი შეგვიძლია…

რა შეგვიძლია?…

ძალიან ბევრი რამ…

საკუთარ თავში მიზეზის ძიება.

– დიახ, დიახ, საკუთარ თავში, იქ სადაც მე, შენ, იმას შეგვეძლო შეგვეცვალა რაღაც და არ შევცავლეთ, იქ სადაც სხვისი ჭირი ჩვენი არ იყო და ჩვენ კომფორტულად ვიყავით…

შეგვიძლია შევცვალოთ იქ, სადაც დავუპირისპირდებით საკუთარ სტერეოტიპებს და გავიგებთ სინამდვილეში სად არის ღმერთი, გავიგებთ იმას რომ ღმერთი არის გულში, მაცხოვარი ვართ ყველანი ვინც ვიპოვით მას და ბუდა არის ყველა ის სირიელი და ასურელი ბავშვი, რომელსაც არაფერი დაუშავებია და თურმე იმიტომ მოევლინა ქვეყანას, რომ შენ გატკინოს, გაგრძნობინოს ადამიანობა და დაგაფიქროს (ბავშვებს ყოველთვის ხოცავდნენ „ცხოველები“ (ბრჭყალების გარეთ გატანაც შეიძლება ამ სიტყვის, მაგრამ დავტოვებ აქცენტისთვის) მაგრამ პალესტინელი ბავშვები რატომღაც არ გტკიოდა, კანიბალების შეჭმული აფრიკელი ალბინოსი ბავშვებიც არ გტკიოდა, პედოფილი პადრეების მიერ სულ დამახინჯებული ბავშვებიც არ გტკიოდა) მუჰამედი არის ყველა, ვისაც სწამს ისე როგორც სწამთ მაჰმადიანებს, ის რაც ხდება არ უნდა ხდებოდეს წმინდა ემოციურად, მაგრამ კანონზომიერია,

კანონზომიერია რადგან ვიღაც კლავს და ვიღაც კვდება, კანონზომიერია რადგან მაცხოვარი შენი ცოდვების გამო ეწამა, რადგან ბუდა იქცა კურდღლად მოშიებული ყაჩაღების დასაპურებლად და მუჰამედი მივიდა მთასთან როცა მთა არ მივიდა მასთან, კანონზომიერია, რადგან ყველა ეს ბავშვი ქრისტეა, ბუდაა და მუჰამედია, ყველა ის ვინც მათი ჯალათია უბრალოდ სულს იკლავს და ცხოველი ხდება…

ხოდა სულ გავცდი ძირითად აზრს, რა მოვიმოქმედოთ როგორ შევცვალოთო მეკითხებოდით…
როგორ?

როგორ და ეცადე ორივე მხარეს დააყენო შენი თავი, იმის ადგილასაც ვინც შენთვის კვდება და იმის ადგილასაც ვინც იდეის გამო კლავს და აუცილებლად შეიცვლება სამყარო…

უბრალოდ ეძიე, უბრალოდ გიყვარდეს (ოღონდ გულით და არა მარტო შენი) ეძებე მაცხოვარი არა 40 დღიან სოიოს მარხვაში და მამაოს ჯიპში (იმას თავისი მოეკითხება)

ეძიე სამართლიანობა და სიყვარული შენგან მიმდინარე და არა შენსკენ მომდინარე და აუცილებლად გახდება ეს დამპალი დედამიწა უკეთესი…

ის ბავშვები კი ვთვლი რომ მაცხოვრები არიან, ისინი შენთვის კვდებიან….

ვიცი რომ ბოდვად მოგეჩვენება, მაგრამ ძილის წინ იფიქრე ამაზე, ბალიშთან, დაძინების წინ რამოდენიმე სიტყვა თქვი და შენ სამყაროს უფრო უკეთესს გახდი…
ეს სიტყვებია… ‘“მამაო ჩვენო რომელი ხარ ცათა შინა“…

მეტი არ გინდა შენ თავს უთხარი და აუცილებლად უკეთესი გახდება სამყარო…
ოღონდ გულწრფელი იყავი…

– და შენ რა გგონია ვინმე დაგიჯერებს?


– მაგიტომ არ მითქვამს, რომ ვინმეს დაეჯერებინა, მინდოდა გამომეხატა მეც და მართალი ვყოფილიყავი

– და ახლა მართალი ხარ?

– მგონია რომ კი…

– და ამის გამო რომ გაგკიცხავენ? ვერ გაგიგებენ, ვერ მიგიხვდებიან…

– მერე რა, მე ხომ ვიცი რომ მართალი ვარ?

– თუ გულწრფელი?!…

– ეგ ერთი და იგივე არ არის?

– არა შეიძლება ცდებოდე, მაგრამ გულწრფელად ცდებოდე….

– მაშინ შენ მითხარი, ვცდები?…

– არ ვიცი…

– როგორ არ იცი, აბა შენ რატომ გააკეთე ეს?

– იმიტომ, რომ მჯეროდა იმის რასაც ვაკეთებდი…

– და შედეგი არ გამოიღო?

– კი გამოიღო, მაგრამ ის არა რაც უნდა გამოეღო, თქვენ სამყაროს მე ვერ ვერ ვაკონტროლებ, მანდაურობა სხვისია…

– და რატომ არის სხვისი, შენზე ძლიერია და მასზე?

– არა, ძლიერი არაა უბრალოდ ჩვენ ძალით არ ვცდილობთ, მას რომ არ დავემსგავსოთ, ჩვენ უბრალოდ ნიშნებს გიგზავნით, გაგრძნობინებთ და განახებთ, დანარჩენი უნდა გადაწყვიტოთ თავად, მაგიტომ ხართ მსგავსნი… არა მსგავსნი არა ერთნაირები ვართ, უბრალოდ ჩვენ ოდნავ მეტი ინფორმაცია გვაქვს…

– ანუ რასაც წიგნში გვიყვებით ტყუილია?

– ტყუილი არ არსებობს…

– ეგ როგორ?

– სიკვდილი არსებობს?

– კი… ალბათ

– არა არც სიკვდილი არ არსებობს…

– ეგ როგორ?

– ჩვეულებრივად, როდის კვდები?

– როცა ქვეყანას ტოვებ, გმარხავენ და აღარ სუნთქავ…

– და მერე სად მიდიხარ?
– ან შენთან ან იმასთან….

– ესე იგი არ კვდები უბრალოდ ფორმაციას იცვლი…

– ხო, ალბათ….

– და შენ რა გგონია, მე ყოველთვის ის ვიყავი ვისადაც შენ მიცნობ?…

– არა?!…

– მეც შენნაირი ვარ, მის ხატად შექმნილი, უბრალოდ მე მივხვდი რა გზა უნდა გამევლო და გავუძელი ყველაფერს, თქვენ ვერ უძლებთ, თან არასწორად ეძებთ იმას ვისკენაც მიილტვით, ეძებთ გარეთ, ხატში, ცაში, ეკლესიაში, მისტიკაში…

– აბა სად ვეძებოთ?

– შიგნით, გულში…

– ?!…

– კი, კი, გულში… შენში… შენ შვილში, შენ მშობელში, ყოველ დილაში, ყოველ ქცევაში, იქ სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდები…

– და ამას რატომ არ გვეუბნები ხმამაღლა და რატომ არ უდებ ყველას ტვინში როცა ამქვეყნად ავლენ?

– მე არ ვავლენ სიყვარული ავლენს

– სიყვარული შენი და მისი არ არის?

– არა, ეგ უფრო დიდია….

– …

– კი უფრო დიდია, რომ არა სიყვარული ისიც გაბრაზდებოდა და დაანგრევდა იმას რაც თავად შექმნა…

– მასზე დიდი როგორ არის, ის ხომ ყველაფერია?

– ის ყველაფერია შენთვის და ჩემთვის, მასზე დიდიც არსებობს, დამიჯერე მასეა

– ანუ ღმერთი სიყვარულია?

– რაც გინდა ის დაარქვი..

– და მაინც რატომ?…

– ვაშლი არ უნდა გვეჭამა…

– „გვეჭამა“….

– ხო, რატომ გიკვირს?

– შენ ხომ მისი შვილი ხარ?

– ცდები, არც მე ვარ შვილი და არც ისაა მამა, მას უბრალოდ მეტი ცოდნა აქვს და შენ რასაც ვერ ხვდები და რაც არ იცი მას მიაწერ, მე მივხვდი და ჩემი გზა გავიარე ამ ცოდნისკენ, შენც გაივლი… ყველა გაივლის უბრალოდ არ უნდა გაიგრძელო ეს გზა…

– ხვდები რას ამბობ? ამით შენს არსებობასაც კი აყენებ კითხვის ნიშნის ქვეშ…

– ვხვდები, მე მაშინაც ვაყენებდი და რწმენაც ეგაა, როცა სჯეროდათ ჩემი მომყვებოდნენ და მივდიოდით ერთად, რომ არა ისინი მეც ვერ ვიქნებოდი ის ვინც ვარ…

– როგორც ყოველთვის მაბნევ…

– ვიცი, მაგრამ შენ თვითონ უნდა გაერკვე…

– და რომ მტკივა?

– ეგოისტი ხარ?

– არა ჩემი თავი არა… მამა, ქმარი, შვილი და ძმა ვარ, და ვარ და დედა ვარ – უდანაშაულოდ დაღუპულები მტკივა…

– მეც მტკიოდა, მაგრამ ვიცოდი რასაც ვაკეთებდი, მათაც არ იცოდნენ, მაგრამ ახლა იციან და ჩემნაირები არიან…

– …

– მე ერთი არ ვარ, მე ვარ იმდენი რამდენი ადამიანიც არსებობს, ვარ ისეთი როგორიც არის ადამიანი და ვარ ისეთი როგორსაც მიღებს, მთავარია სწორად მიხვდეს და …

ამასობაში გათენდა, დილა მშვიდობისა ადამიანებო!

ტატო მახაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები