ნორმან ჰოჯესმა აღიარა, რომ მერილინ მონროს სასიკვდილო ინიექცია გაუკეთა

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილმა ოფიცერმა, 78 წლის ნორმან ჰოჯესმა განაცხადა, რომ 1959-1972 წლების პერიოდში  მთავრობის დავალებით 37 მკვლელობა აქვს ჩადენილი. მათ შორისაა მსახიობი მერილინ მონრო, რომელსაც მან სასიკვდილო ინიექცია გაუკეთა.

მოხუცებული მამაკაცი ვირჯინიის შტატის ჰოსპიტალში მოათავსეს, სადაც მან თავისი აღიარებითი ჩვენება მისცა.  მოხუცის  თქმით, თავისი უფროსის, მაიორ ჯეიმს ჰეივორტის  ბრძანებით ის კლავდა ადამიანებს, „რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნიდნენ საფრთხეს”.

ჰოჯესი პროფესიონალებისგან შემდგარი „ხუთეულის” წევრი იყო. მკვლელების „ხუთეულის” მსხვერპლთა შორის პოლიტიკური აქტივისტები, ჟურნალისტები, პროფკავშირების ლიდერები, მეცნიერები და მხატვრები იყვნენ, რომელთა იდეები ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი იყო. მისი თქმით, მერილინ მონრო ერთადერთი ქალი იყო, რომელიც მან მოკლა. ჰოჯესი არ ნანობს ჩადენილს, რადგან არსებობდა მტკიცებულებები, რომ მონროს სასიყვარულო კავშირი ჰქონდა  არა მხოლოდ კენედისთან, არამედ ფიდელ კასტროსთანაც.

ცსს-ს ექს-თანამშრომელი დასძენს, რომ  „მონროს შეეძლო სტრატეგიული ინფორმაციის კომუნისტებისთვის გადაცემა”, ამის დაშვება კი არ შეიძლებოდა.

1962 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 1 საათზე ჰოჯესმა ბრძანება შეასრულა: ის შეიპარა ვარსკვლავის ოთახში და ნემსით  შეუყვანა დამამშვიდებელი პრეპარატი, რომელშიც შერეული იყო ნემბუტალი (ბარბიტურატი), რამაც მსახიობის სიკვდილი გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ ყველა, ვინც ცსს-ს ვეტერანის მონაყოლის დადასტურებას შეძლებდა, მათ შორის მაიორი ჰეივორტი, ამჟამად გარდაცვლილია. მკვლელების  „ხუთეულის” არცერთი წევრი აღარ არის ცოცხალი. მიუხედავად ამისა, ვეტერანის აღიარებამ FBI-ის ყურადღება უკვე მიიპყრო: მომაკვდავთა პალატაში ჰოჯესი ბორკილებით წევს. მიმდინარეობს გამოძიება და დასახელებული ფაქტების გადამოწმება.

წყარო

მსგავსი სიახლეები

კომენტარები