კიევში მოკლული ჟურნალისტი: ,,აი, საქართველოს კი დავანაწევრებდი”

კიევში მოკლული უკრანელი ჟურნალისტი  ოლეს ბუზინა საქართველოს მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. სკანდალურმა ჟურნალისტმა   2006 წელს საქართველოს შესახებ შეურაცხმყოფელი და უსიამოვნო  განცხადებები გააკეთა.

ბუზინამ  2006 წლის 25 მაისს საინფორმაციო სააგენტო „ForUm“-თან   ონლაინ-კონფერენციისას განაცხადა, რომ საქართველოს სიამოვნებით დაანაწევრებდა.

აი საქართველოს კი დავანაწევრებდი! სრულიად გამოგონილი ქვეყანაა! სტალინური სისტემის მახინჯი პირმშო. ეს ღვინის ქარხანა სააკაშვილის მეთაურობით მშვენივრად დაიყოფოდა შემდეგ ქარხნებად – სამეგრელო, სვანეთი, კახეთი,ქართლი,აჭარა და ბუნებრივია აფხაზეთად, რომლის ჩაგვრაც ქართველ სადისტებს ასე უყვართ. დაყოფის შემდეგ მათ შეუძლიათ თავიანთი საძაგელი ღვინო ერთმანეთს მიყიდონ, ხოლო ჩვენ შესანიშნავ მოლდოვური ხარისხის ღვინოს  დავლევთ– განაცხადა ბუზინამ.

ჟურნალისტმა თავისი გამოსვლისას ქართველები და ქართული ღვინის დაბალი ხარისხი გააკრიტიკა და ეს შემდეგნაირად ახსნა:

,,ქართველები ძალზე ზარმაცები არიან. ისინი თავიანთ ღვინოსაც კი ისე წურავენ, რომ ყურძენს ტოტებისგან არ ათავისუფლებენ. ასე ყრიან კასრში, არამზადები !  ამიტომაც მათ ღვინოს ცხენის ნეხვის  გემო აქვს. ეს ნამდვილებსაც კი,  გაყალბებულებზე აღარაფერს ვამბობ“.

ბუზინამ ასევე განაცხადა, რომ ,,საქართველოზე უფრო  უსარგებლო ქვეყანა, სამყაროში არ არსებობს“.

,,მათ ყოფილი სსსრკ-ს ხალხების წინაშე, თავიანთი სისხლიანი მანიაკის სტალინის გამო უნდა მოინანიონ. იმისთვის, რომ ამ ტირანის ცოდვა ვაპატიოთ, ქართველებმა მინიმუმ უახლოესი ათასი წლის მანძილზე, თავიანთი ღვინო რუს და უკრაინელ ალკოჰოლიკებს უფასოდ უნდა მიაწოდონ. ისტორია ამ წუნიანი პროდუქციის  შემოქმედებს  მხოლოდ მაშინ აპატიებს – განაცხადა ბუზინამ.

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები