თბილისის ვიზუალი დღეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე დავიბადე და დღემდე, 24-ე წელია აქ ვცხოვრობ. ჩემ გაოცებას ყოველთვის იწვევდა იმ ადამიანების დამოკიდებულება, რომლებსაც ძალიან მოსწონდათ ჩემი საცხოვრებელი ადგილი და მუდამ სურდათ აქ ცხოვრება. მიკვირდა, რატომ შეიძლებოდა ვინმეს ამ მტვერში მონდომებოდა ცხოვრება. მათთვის რუსთაველი იყო პრესტიჟული ადგილი, ისტორიული ზონა, ჩემთვის კი გამუდმებული ხმაური, რომელიც წლებთან ერთად იმატებდა.ხან საშინელი გინება მაღვიძებდა ღამით, ხან მანქანის სიგნალი, ხან კიდევ საშინელი გამონაბოლქვის სუნი, რომელსაც დღემდე ვერაფით შევეგუე.

ჩემი დაკვირვებით ეს ქალაქი მტვრის დიდ ბუდეს ემსგავსება, რომლის გადმოწმენდასაც მემგონი არავინ აპირებს. ერთი კია ქუჩაში ნაკლებად ყრიან ნაგავს, ყოველი ფეხის ნაბიჯზე სანაგვე ყუთი დგას და მადლობა ღმერთს იმას მაინც მიაღწია ქარველმა ერმა რომ ორი ნაბიჯი გადადგას და ხელი გაჭიმოს.

ხშირად ხსენებაშია რეკრეაციული ზონა, თითქოს მოდაშია, თუმცა სახეზე რა გვაქვს? თითქმის ყველა უბანში და ქუჩაზე ახალი მშენებლობა, ახალი კორპუსები, რომლებსაც ძირითადად აღარც ეზოები აქვს და აღარც გამწვანება.  ეზოები ჯერ კიდებ წლების წინ ავტოფარეხებმა დაიპყრეს, მოსასვენებელი და ბავშვებისთვის სათამაშო ტერიტორია გაქრა და სკოლის მოსწავლეების სახლში ჯდომა ისევ კომპიუტერს ბრალდება. რათქმაუნდა ეს კიდევ მეორე პრობლემაა, თუმცა ბევრი მშობელი ბავშვს მხოლოდ იმიტომ ვერ უშვებს გარეთ რომ ეზო არ აქვს მის კორპუსს ან ეზოდან ქუჩამდე ერთი ნაბიჯია.

ბევრი მკითხველი შეიძლება შემედაოს, გაიხსენოს რამდენიმე სკვერი, თუმცა ჩვენს ქალაქში არსებული სკვერები სტატისტიკურად ბევრად ნაკლებია, ვიდრე მცირეწლოვანი ბავშვებისა და მოხუცების რაოდენობა, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდიან  გამწვანებული, ან მოსასვენებელი ადგილების სიმცირეს.

გაუმართავი ავტომანქანების რაოდენობა იმდენად დიდია რომ სუნთქვა სახიფათო ხდება. როგორ აისახება არსებული მდგომარეობა ქალაქის ვიზუალზე?

 

მეხსიერებში თბილისი ძველი ქალაქია, თავისი მნიშვნელოვანი ძეგლებით, რაც ძველ უბნებში ჯერ კიდევ შემორჩენილია, თავისი საინტერესო, პატარა ქალაქისთვის დამახასიათებელი არქიტექტურით, თავისი ქვაფენილიანი გზებით და გამწვანებული, დიდი ჭადრებით, ვიწრო ქუჩებით, არაჩვეულებრივი სასეირნო გარემოთი.

თუმცა ეს ყველაფერი დღეს წარმოსახვად იქცა.

ჩვენი პატარა, ლამაზი ქალაქი გახდა შელამაზებული ფასადები, რომლებზეც მუდამ ენანებათ თანხის დახარჯვა, შესაბამისად მალევე ფუჭდება იაფფასიანი საღებავი და ძვრება ფილები, სავსე ამწეებითა და ბეტონის მანქანებით, თითქოს დიდი განაშენიანება მიდიოდეს, გაუთავებელი საცობებით, „სტაიანშიკების“ შეძახილებით, მძღოლების გინებით, ფეხით მოსიარულეთა უკმაყოფილებით, დაუსრულებელი ასფალტით და ჭრელი პატარა „ბუტიკებით“.

არავინ ზრუნავს ჩვენი ქალაქის ვიზუალზე და რა შედეგამდე მიგვიყვანს მსგავსი ცხოვრების სტილი, მკითხველმა თავად განსაზღვროს.

მარიამ ჯანელიძე 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები