ცხოვრება ეპილეფსიასთან ერთად

თანათოს ბლოგი…

ეპილეფსია ბერძნული სიტყვიდან ,,epilambanein”-დან წარმოდგება და შებყრობას ნიშნავს. დაავადების სახელი დროსთან ერთად იცვლებოდა. მას ხან ჰერკულესის. ხან ღვთაებრივს, ხანაც კი ვარსკვლავთა დაავადებას ეძახდნენ. ძველი ბერძნები და რომაელები ეპილეფსიით დაავადებულ ადამიანს დემონური ძალით შებყრობილს და საშიშ ბოროტმოქმედად მიიჩნევდნენ.ჰიპოკრატე ფიქრობდა, რომ საქმე გვაქვს ღვთაებრივ დაავადებასთან. ასეთი ადამიაები ღვთის რისხვის მსხვერპლად ითვლებოდნენ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გულყრის დროს პაციენტს აფარებდნენ შავ ნაჭერს.ზოგიერთი თვლიდა,რომ თუ თაგვს ჩაუსვამდა ავადმყოფს პირში ის განიკურნებოდა. ეს ყველაფერი უკვე დავიწყებულია,

მაგრამ ის ფაქტი, რომ გულყრისდროს ენა დაუჭირონ, რომ არ გადაეყლაპოთ, დღესაც აქტუალურია და რა თქმა უნდა არასწორი.

განსაკუთრებით სასტიკად ექცეოდნენ ეპილეფსიით დაავადებულ ქალებს. ისინი ჯადოქრებად და გრძნეულებად ითვლებოდნენ. მე-15 საუკუნეში ორმა დომინიკელმა ბერებმა მიიღეს გადაწყვეტილება,რომ ეპილეფსიით დაავადებული ყველა ქალი ჯადოქრად შერაცხულიყო და სახალხოდ დაეწვათ კოცონზე. ამ კანონმა მრავალი ეპილეფსიით დაავადებული ქალი შეიწირა.

დიაგნოზი ,,ეპილეფსია” საკმაოდ მძიმე სტრესია პაციენტისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის. ის აღიქმება სამარცხვინო მდგომარეობად, რომელსაც ხშირ შემთხვევაში მალავენ. რათა შემდგომში დაავადებულისთვის არ შეიქმნას ჩარჩოები, არ შეეშალოს ხელი მას ოჯახის შექმნაში, საზოგადოებაში დამკვიდრებაში, დასაქმებასა და პროფესიულ სრულყოფაში.

როგორ იქცევა ოჯახი როცა იგებს რომ მათ შვილს აქვს ეპილეფსია. ისინი მიეცემიან სასოწარკვეთილებას, იწყებენ იმაზე ფიქრს რა უნდა ქნან?… როგორ გაათხოვონ(შერთონ ცოლი) ამიტომ უწევთ ამ ყველაფრის დამალვა.

ხშირად გხვდება საზოგადოებაში ისეთი ცრურწმენები როგორიცაა: ეპილეფსია იშვიათი დაავადებაა, რომ იგი გადამდებია. ეპილეფსიით დაავადებული დედის ბავშვს აუცილებლად ექნება ეპილეფსია. რომ ისინი უნარშეზღუდულები არიან და არ შეუძლიათ სწავლა. ეს ყველაფერი კი რა თქმა უნდა სინამდვილეს არ შეესაბამება. საზოგადოებაში შემორჩენილი ასეთი არასწორი და მცდარი შეხედულებები დღესაც აკანონებს ეპილეფსიისადმი შიშს და დაავადებულისადმი არაკეთილმოსურნე დამოკიდებულებას. ასეთი მიდგომა კი ეპილეფსიით დაავადებულ პირებს ხელს უშლის სოციალურ ადაპტაციაში და მნიშვნელოვნად ზრდის სტიგმატიზაციის ხარისხს. ამიტომ აუცილებელია პაციენტმა და საზოგადოებამ იცოდნენ სწორი ინფორმაცია ეპილეფსიის შესახებ.

21-ე საუკუნეში არ შეიძლება ახალგაზრდა ოჯახები ინგრეოდეს იმ მიზეზით, რომ მეუღლეთაგან ერთ-ერთს აქვს ეპილეფსია. ჩემთან მოსულა ადამიანი და უთქვამს: “ჩემ ქმარს ეპილეფსია ქონდა და დავშორდი კიდევ კარგი არ გადამედო”. მაგრამ ეს გასაკვირი არაა ამ დაავადების შესახებ თავად ექიმებიც არ არიან ინფორმირებულები. არსებობენ გინეკოლოგები, რომლებიც თვლიან, რომ ეპილეფსიის დროს ბავშვის გაჩენა არ შეიძლება,დიდი ალბათობაა ბავშვი იყოს დაუნის სინდრომით დაავადებული, არ ქონდეს გარკვეული ორგანოები და ა.შ.

ამ ყველაფრის აღმოსაფხვრელად კი საჭიროა ღია საუბარი დაავადებაზე. ხშირად უნდა ტარდებოდეს ანტი სტიგმა კამპანიები, აუცილებელია ხალხში გაჩნდეს  აზრი, რომ ეპილეფსია ფართოდ გავრცელებული დაავადებაა მთელს მსოფლიოში და ასეთი მახასიათებელი ყოველ მეოთხე ადამიანს შეიძლება ჰქოდეს, მათ შორის თითოეულ ჩვენთაგანს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ახლობლებს. ნორმალიზაციის ერთ-ერთი მეთოდია მკურნალობა და სტიგმების დამსხვრევა რაც საბოლოოდ კარგ შედეგამდე მიგვიყვანს. პაციენტებმა უნდა ისწავლონ თვით-ადვოკატირება. ნუ ვეტყვით ,,არა”-ს ეპილეფსიით დაავადებულ პირებს. მათ ჩვენი დახმარება და გვერდში დგომა სჭირდებათ.

შემდეგ ბლოგში  შეტევის დროს პირველად დახმარებაზე გესაუბრებით, რადგან აღარ დაგვჭირდეს შავი ნაჭრები, კოვზები, თაგვები და ა.შ… ესენიც ხომ იმ ცრუ რწმენების შემადგენელი ნაწილებიაა რომელსაც იმედია მალე დავივიწყებთ.

თანათო შუკაკიძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები