10 გზა ჭკვიანი ადამიანის ამოსაცნობად

არსებობს ნიშნები, რომელთა მიხედვით შესაძლებელია განსაზღვროთ, თქვენს წინაშე ჭკვიანი ადამიანია, თუ პერსონა კომპლექსების თაიგულით, რომელიც ნარცისულად გიჟდება საკუთარ თავზე.

თვლით თუ არა საკუთარ თავს სხვებზე ჭკვიანად? რა თქმა უნდა, ყველას გვინდა ვიყოთ უფრო ჭკვიანები, ამიტომ ვცდილობთ გავარკვიოთ ვინ არის ნამდვილად ჭკვიანი, რომლისგანაცშეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ.

ამ ნიშან-თვისებების ცოდნა და გეხმარებათ, რომ გაარჩიოთ ვინ არის ჭკვიანი და ვინ – არა:

1. ისინი საუბრობენ იმაზე ნაკლებს, ვიდრე აკეთებენ.
იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იციან – სხვისი მოსმენით უფრო მეტს ისწავლიან.


2. მათ იციან არამარტო თავიანთი სპეციალობა, არამედ ბევრი სხვა რამ.

მათი ნიჭი გამოიხატება იმ ინტერესში, რომელსაც ისინი ავლენენ სხვათა საქმიანობისადმი.

3. ისინი მოხერხებულად უთავსებენ ერთმანეთს სამსახურს, ოჯახს და პირად ინტერესებს. 
თან ყოველთვის ინარჩუნებენ ამ ბალანსს დაუღლელად. ამავე დროს ყველაფერს, რითაც დაკავებული არიან, ასრულებენ 100%-ით და თან ყველა ფრონტზე ერთდროულად.

4. ისინი ეცნობიან აქტუალურ ინფორმაციას.
არა ყოველთვის, მაგრამ ხშირად სარგებლობენ სოციალური ქსელებით და პოპულარული საიტებით, რათა შეუმჩნეველი არ დარჩეთ აქტუალური ინფორმაცია. ისინი “იჭერენ” (საზღვრავენ) გლობალურ ტენდენციებს და საზოგადოების განწყობას.


5. მაშინაც კი, როდესაც მათ ცხოვრებაში ყველაფერი მიდის არასწორად – ისინი იღიმიან.
ჭკვიანი ადამიანი არასოდეს არ იქნება თავზარდაცემული, რადგან მისი ინტელექტუალური ტვინი მოვლენათა განვითარების შესაძლო ვარიანტებს მანამდე მოძებნის, ვიდრე რაიმე ცუდი მოხდება.

6. მათ იციან, რომ ყველაზე ჭკვიანები არიან ოთახში, მაგრამ არ ხარჯავენ საკუთარ დროს ამის დასამტკიცებლად.
ამის ნაცვლად, თუ ხედავენ, რომ შესაძლებელია მათთან ერთად მყოფი ადამიანი (ადამიანები) გახადონ ისეთივე ჭკვიანი, როგორიც თვითონ არიან, ისინი მოიმოქმედებენ ყველაფერს ამის შესასრულებლად.

7. თუ ისინი არიან ხელმძღვანელ პოზიციაზე, ყველაფერს იღონებენ, რათა ადამიანები, რომლებიც მათთან მუშაობენ, გახდნენ უფრო ჭკვიანები, კომუნიკაბელური და პოპულარული, ვიდრე აქამდე იყვნენ.
ჭკვიანი თანამშრომლები მათთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, რადგან იციან, რომ გონების არსებობა – ეს სინერგიზმია. ამავე მიზეზით, ისინი ცდილობენ დარწმუნდნენ, რომ მათი თანამშრომლები მათზე ჭკვიანები არიან.

8. მათ აქვთ ფარული უნარები, რომელსაც არასდროს აჩენენ, სანამ არ გაჩნდება ამის საჭიროება.
მათ არ სჭირდებათ გამოავლინონ ყველა თავისი უნარი, საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად.

9. მათ შეიძლება ჰქონდეთ ან არ ქონდეთ მიღებული ძვირადღირებული განათლება.
თქვენ ამის გაგებას ვერ მოახერხებთ, თუ არ ჩახედავთ მათ რეზიუმეს.

10. ისინი არასოდეს, არასოდეს, არავითარ შემთხვევაში არ გაქცევენ თქვენ სულელად, მაშინაც კი, თუ მათთვის ამის გაკეთება იოლია.
მათ აქვთ მწარე გამოცდილება იმისა, რომ, როცა სხვას ასულელებ, შენც სულელად გამოიყურები.

ახლა თქვენ იცით ჭკვიანი ადამიანის ნიშან-თვისებები. თუ გსურთ იყოთ ერთ-ერთი მათგანი, გაიზიარეთ სტივ ჯობსის ნათქვამი: „ყველაფერი, რასაც ჩვენს გარშემო ვხედავთ, შექმნეს ჩვენსავით უბრალო მოკვდავებმა. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ არსებული, გავლენა მოვახდინოთ მათზე და შევქმნათ ახალი.”

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები