„გუგული“ თუ „კრუხი“ – ქალების დამოკიდებულება დედობისადმი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სანამ სტატიის კითხვას დაიწყებდეთ, მინდა გარკვეული ახსნა-განმარტება მოგცეთ იმის თაობაზე, რომ მარტოოდენ მზის ზოდიაქოს ნიშანი როგორც წესი არასოდეს განაპირობებს ამა თუ იმ ინდივიდში მშობლის ინსტინქტის სიძლიერეს ან მის დედობისადმი დამოკიდებულებას. საამისოდ პირადი ნატალური რუკის ანალიზია საჭირო. ქვემოთ მოყვანილი სტატია კი ზოგად სტატისტიკას ეფუძნება.

როგორც უკვე ვიცით, ზოდიაქო თორმეტ ნიშნად, თორმეტ განსხვავებულ ფსიქო-ტიპად იყოფა. ნიშნებს კი თავის მხრივ მმართველი პლანეტები ჰყავს, რომელთაგან ზოგს ქალურ, ზოგს კი მამაკაცურ ენერგეტიკას მიაწერენ ასტროლოგები. აქედან გამომდინარე, ქალები რომელთაც ე.წ. მამაკაცური ენერგეტიკის მქონე პლანეტის მმართველობით ერგოთ დაბადება, გაცილებით უფრო პრიორიტეტულად მიიჩნევენ ცხოვრებაში კარიერული და პროფესიული წინსვლის საკითხს. ხოლო მათ ვინც ქალური ენერგეტიკის ინტენსივობის მქონე პლანეტის გავლენით გამოირჩევა ჩანასახშივე გააჩნიათ მკვეთრად გამოხატული მზრუნველი ხასიათი და დედობის ინსტიქტი.

ყველაზე ხშირად კარიერისტობით და ოჯახური კერის ქონის ნაკლები მოთხოვნილებით ცეცხლის სტიქიის ქალები გამოირჩევიან. ვერძებსა და მშვილდოსნებს პრიორიტეტულად საკუთარი დამოუკიდებლობა და პროფესიული წინსვლა მიაჩნიათ ცხოვრებაში. ამიტომ, ამგვარი ქალები შვილის გაჩენაზე გვიან ასაკში ფიქრობენ, თუმცა, თუ გარემოება აიძილებთ, რომ მაინც გახდენ დედა განსაკუთრებული მზრუნველობითა და ზედმეტი ყურადღებით იშვიათად ანებივრებენ შვილებს. ასეთი დედის შვილი ყოველთვის დამოუკიდებელი იზრდება, იმიტომ რომ არ არის მიჩვეული დედისგან გადამეტებულ ქომაგობას. რაც შეეხებათ ლომებს, მათთვის საკუთარი იმიჯი და სტატუსია უმნიშვნელოვანესი საზოგადოებაში. ამიტომ მსგავსად ვერძებისა და მშვილდოსნებისა, ეს ქალებიც ნაკლებად ხვდებიან “გადარეული დედების” რიცხვში. თუკი ზედმეტად მზრუნველი დედა-ლომი შეგხვედრიათ, უნდა იცოდეთ, რომ მის პირად რუკაში კირჩხიბის ზოდიაქოს გავლენა იქნება გამოკვეთილი.

ჰაროვანი ქალები ცეცხლების მსგავსად, ნაკლებად არიან გამორჩეულნი დედობრივი თვისებებით. უფრო მეტიც, მათი დამოკიდებულება პირმშოს მიმართ ძალზე ხშირად მეგობრულ-ძმაკაცური უფროა ვიდრე დედა-შვილური. ამ მხრივ განსაკუთრებულად გამოვყოფდი ტყუპსა და მერწყულებს. პირველი მათგანი შვილების აღზრდას თავისებურ გასართობად აღიქვამს, მეორეს კი ხშირად ახასიათებს სხვადასხვა სახის ექსპერიმენტის ტარება საკუთარ ნაშიერზე (კვების, ალტერნატიული მკურნალობის მეთოდების და ჰიგიენის კუთხით). აი, რაც შეეხება სასწორს, ჰაერის ნიშნებიდან ის ყველაზე უფრო მეტად გამოირჩევა მზრუნველი ხასიათით და დედობრივი ინსტიქტებით. თუმცა ბავშვებს, მეუღლეზე წინ არასოდეს დააყენებს.

წყლის სტიქიის ქალებს ალბათ ყველაზე მეტად აქვთ გამოხატული დედობრივი ინსტიქტები, რაც ძირითადად მათი ემოციური ბუნების გამოძახილია. ამ მხრივ განსაკუთრებულად გამოირჩევა კირჩხიბი, რომელიც დაბადებითა და მოწოდებით არის დიასახლისი და დედა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები, არ აქვს მნიშვნელობა ტიპური წარმომადგენელია იგი თავისი ნიშნის თუ ატიპური, ყოველთვის უნაკლო დედები არიან და ხშირად საკუთარ ინტერესებსაც კი სწირავენ მსხვერპლად, შვილების კეთილდღეობასა და ბედნიერებას. არანაკლები თვითშეწირვის ნიჭითაა ამ მხრივ გამორჩეული თევზები. დედა თევზი უზომოდ მოსიყვარულე, თბილი და მზრუნველი დედაა. თუმცა, ლოიალური ბუნების გამო, ხშირად ვერ ახერხებს შვილები მტკიცე ხასიათის მქონე, ნებისყოფიან ინდივიდებად ჩამოაყალიბოს. აი, რაც შეეხება მორიელს, ამ ნიშნით დაბადებულ ქალბატონებში იმდენად მრავალფეროვან “პალიტრას” ვხვდებით, როგორც ფსიქოლოგიური ისე ემოციური კუთხით, რომ ერთმნიშვნელოვნად ძნელია იმის თქმა, რამდენად ძლიერად არის გამოვლენილი მორიელში დედობრივი ინსტიქტები. თუმცა, როცა სიტუაცია დედობის ტვირთის საკუთარ თავზე აღებას აიძულებს ან თავად მიდის ამ დასკვნამდე, ქალი მორიელი არაჩვეულებრივი, მზრუნველი და ზომიერად მკაცრი მშობელია. ამიტომ ბავშვები მის აზრს არამხოლოდ პატარა ასაკში, უკვე მოწიფულობის პერიოდშიც დიდ პატივს სცემენ და ითვალისწინებენ.
დაბოლოს, განვიხილოთ ის, თუ როგორი დედები არიან, ყველაზე მყარი ფსიქიკის მქონე მდედრები – მიწის სტიქიის წარმომადგენლები. ასტროლოგების აზრით, ყველზე იდეალური ამ მხრივ ქალი კუროა. მას არაჩვეულებრივად შეუძლია ოჯახის დიასახლისობა და დედობა ერთმანეთს ეფექტურად შეუთავსოს. ეს მისთვის ორგანული და ბუნებრივი საქმიანობაა. ამიტომ ქალი კუროები არასოდეს გამოიყურებიან “ტანჯულებად” თუკი სიტუაცია მოითხოვს, რომ სასწორზე პროფესიული ინტერესები, ოჯახის ინტერესების საპირწონედ უნდა დადონ. რაც შეეხებათ ქალწულებს, კუროების მსგავსად მათთვისაც მარტივი და სასიამოვნო პროცესია ოჯახის ქალის და დედის როლის მორგება. ხოლო კიდევ ერთ მიწის სტიქიის წარმომადგენელს თხის რქას, ძალიან უჭირს პროფესიულ მისწრაფებებსა და ოჯახურ მოვალეობებს შორის არჩევანის გაკეთება. ამიტომაც არ არის გასაკვირი ის ფაქტი, რომ ქალი თხის რქები ხშირად კარგი კარიერის გაკეთების შანსს უფრო პრიორიტეტულად მიიჩნევენ, ვიდრე დედობას.

წყარო

მსგავსი სიახლეები

კომენტარები