Nancy Woland – ვისურვებდი რომ ჩემი როგორც ხელოვანის საავტორო უფლებები და ნამუშევრები უფრო მეტად იყოს დაცული…

23 წლის ქრისტი ბოტკოველის (nancy woland) ნახატები მისტიური შინაარსით და პერსონაჟებით გამოირჩევა, ის ხატავს ყველაფერზე, მაისურებზე, ჭიქებზე, იღებს შეკვეთებს ოთახის მოხატვაზეც, მაისურები მისი დიზაინით თბილისის რამოდენიმე მაღაზიაში უკვე იყიდება, თუმდა აქვს სურვილი საკუთარი მაღაზიაც გახსნას, ნენსი დღეს yellowblog.ge – ის სტუმარია:

 

-როდის დაიწყე ხატვა?

პატარაობიდან ვხატავ,იმის შემდეგ რაც ფანქარი პირველად დამაჭერინეს. ხატვაზე სიარული კი 10 წლიდან დავიწყე.

– ამ სფეროში განათლება გაქვს თუ თვითნასწავლი ხარ?

განათლება არ მაქვს. მხოლოდ სკოლაში მყავდა ხატვის პედაგოგი,რომელმაც  ხატვის ძირითადი პრინციპები  ამიხსნა.

-რა არის შენი ინსპირაცია?

ჩემი ინსპირანცია პირველ რიგში არის,ემოციები. ძირითადად როდესაც ვარ სახლში და არაფრის კეთებით  ვარ დაკავებული-არც სახატავი განწყობა და ემოციები მაქვს.ჩემთვის სახატავად ყველაზე კარგი პერიოდი ღამეა.სწორედ ამ დროს მაქვს დახატული  ნახატების უმრავლესობა.

-ისურვებდი თუ არა რამის შეცვლას ამ სფეროში?

ვისურვებდი რომ ჩემი როგორც ხელოვანის საავტორო უფლებები და ნამუშევრები უფრო მეტად იყოს დაცული,სამწუხაროდ ამას მხოლოდ ჩემი სურვილი ვერ შეცვლის. ინტერნეტში ძალიან მარტივად ვრცელდება ყველანაირი მასალა, არ არსებობს  ნამუშევრების დაცვის საშუალებები და ეს ბევრ ხელოვანს აზარალებს.

– გაქვს თუ არა მხარდაჭერა ოჯახისა და მეგობრებისგან?

რა თქმა უნდა,ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან დედაჩემი და ჩემი მეგობრები.ისინი ყოველთვის ჩემს გვერდით არიან და მეხმარებიან.

-რითი ხარ დაკავებული თავისუფალ დროს?

ხატვის გარდა მიყვარს ფილმების ყურება, მუსიკის მოსმენა, გიტარაზე დაკვრა და ზოგჯერ სახლის დალაგებაც კი ( J )

-რას ურჩევდი ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ შენს მიერ უკვე გავლილი საფეხურების გავლას ამ სფეროში?

პირველ რიგში ვურჩევ რომ არ დანებდნენ წარუმატებლობას.ხშირად მქონია შემთხვევა,როდესაც არ გამომდიოდა ჩაფიქრებული და ვერ ვიღებდი სასურველ შედეგს,თუმცა ასეთი შემთხვევები ყოველთვის უფრო მეტ სტიმულს მაძლევდა და თავიდან უფრო დიდი მოტივაციით ვიწყებდი საქმის კეთებას.როდესაც გიყვარს შენი საქმე,აუცილებლად უნდა იბრძოლო ბოლომდე მიუხედავად იმისა რომ ყოველთვის იქნება რაღაც,რაც ხელს შეგიშლის.

-როგორია შენი სამომვლო გეგმები?

უახლოეს მომავალში მინდა გამოფენის მოწყობა.ასევე მოგზაურობა.სამწუხაროდ ჩვენს  ქვეყანაში სათანადოდ ვერ აფასებენ ხელოვანებს,ამიტომაც არ გამოვრიცხავ დავრჩე კიდეც რომელიმე ქვეყანაში სახცოვრებლად.ეს უკანასკნელი  ყველაზე ნაკლებად მინდა და იმედი მაქვს მალე შეიცვლება ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია უკეთესობისკენ.

 

 

თეა უზნაძე,  ანა ბაციკაძე

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები