Royal Child – პირობითი შესაძლებლობები

ყოფილა ისეც, რომ დაგჭირვებია ვიღაცა, როდესღაც, რომ რაღაცაში დაგხმარებოდა? ან იქნებ, თუ კარგად დაუკვირდები,ყოველდღე გჭირდება ვიღაც – რაღაცისთვის. რაღაცისთვის, რასაც შენ ვერ აწარმოებ შენით. . გაგეცინება და ლოგიკისმიხედვით, ნებისმიერი საჭიროების მქონე ადამიანი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე. რომელი ჩვენგანიდაიკვეხნის თვითმკმარობით? რომელ ჩვენგანს შეუძლია თუნდაც ხმისგამცემის გარეშე იარსებოს? რისთვისვქორწინდებით? რისთვის დავსდევთ ერთმანეთს? რისთვის ვებრძვით ერთმანეთს? პასუხი მხოლოდ ერთია, -ჩვენთვითმყოფადნი არ ვართ,  ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია, რომ შევავსოთ ჩვენივე თავი.

 

“ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა.” -ამბობდა ვინმე გონიერი კაცი. და ადამიანებიც გემოვნებისდამიხედვით განარჩევენ ფერებს ერთიმეორისგან და თითქმის ყოველ ჩვენგანს აქვს თავისი “საყვარელი ფერი.” და როცა ირჩევფერებიდან ერთს, და აცხადებ მას შენს ფავორიტად, ამით ავტომატურად ამცირებ დანარჩენი ფერების მნიშვნელობას.

ებრაულ ენაში, სიტყვა ‘ფარისეველი’ (prushim) ნიშნავს განცალკევებულს, გამოყოფილს.

 

არის ერთი ფილმი, სახელწოდებით – ‘მე სემი ვარ!’ ფილმი ბავშვის მენტალობის მქონე კაცზეა, რომელიც ლოს ანჯელესშიცხოვრობს და მარტოდ ზრდის თავის ქალიშილს, ლუსის.

მოხდება ისე, რომ ამ ბავშვს ჩამოართმევენ. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი გიჟდება თავის მამიკოზე. და სასოწარკვეთილიდა საბრალო მამიკოც, მთელი თავისი (7 წლის ბავშვის) გონების მოკრებით ცდილობს, რომ ქალიშვილი დაიბრუნოს.როგორღაც იპოვნის ადვოვკატს, სახელად – რიტას. და მანდ ერთი უმნიშვნელოვანესი ეპიზოდია:

 

რიტა: უბრალოდ არ ვიცი როგორ მოგმართო: დაქვეითებული, მენტალურად დაქვეითებული, ჩამორჩენილი, მენტალურადშეზღუდული, ინტელექტუალური დეფექტის მქონე, შეძენილი დეფექტის მქონე. .თუ რა გიწოდო, ჯანდაბა!

 

სემი: სემი, შეგიძლია სემი დამიძახო.

 

ჩემი წარმოდგენები ‘შეზღუდულ შესაძლებლობებზე’ დაანგრია Nick Vujicic-მა. (სამწუხაროდ ქართულად არ არის ამ კაცზეინფორმაცია. მაგრამ სხვა ენებზე სავსეა ინტერნეტ სივრცე.)

ნიკი ხელების და ფეხების გარეშე დაიბადა. ადრეული ბავშვობიდან განუწყვეტელი სირცხვილის და სასოწარკვეთილებისტარება უწევდა მას. რამოდენიმეჯერ სცადა თვითმკვლელობა აუზში თავის გადაგდებით და დახრჩობით, მაგრამ,ყოველთვის ვიღაც შველოდა; ვერ ახერხებდა. დღეს კი იგი მილიონობით ადამიანის გამამხნევებელია, და მათ გულებამდეკეთილი უწყების მიმტანი.

პირველად როცა იუთუბზე ვნახე, გული შემეკუმშა. მაგრამ, საოცარი სახე ჰქონდა მას და იესო ქრისტეზე ლაპარაკობდა. დაამის გარდა სასაცილო რამეებს ყვებოდა. ამბობდა, რომ როცა ცნობისმოყვარე პატარები უახლოვდებიან მას და ეკითხებიან, ‘რატომ ხარ ასეთი?’ ნიკი შემდეგნაირად პასუხობს, ‘სიგარეტი მეგობარო, სიგარეტი!’

როგორც ვთქვი, ხელების და ფეხების გარეშე დაიბადა ნიკი. და მას, მხოლოდ ერთ მხარეს აქვს ფეხის ტერფის მსგავსირაღაც, რასაც თავად სიცილით უწოდებს ‘ქათმის ფეხს.’

და ათასი მხიარული ამბის მოყოლის შემდეგ, შემდეგი სიტყვებით მიმართა გადაჭედილ აუდიტორიას:

“შენ შეიძლება გაქვს ხელებიც და ფეხებიც. მაგრამ ვიდრე ამ შეკითხვებზე არა გაქვს პასუხი,

1) ვინ ხარ და რა ფასეულობები გაქვს?

2) რა არის შენი მიზანი ამ ცხოვრებაში?

3) რა იქნება მას შემდეგ, რაც შენი არსებობა შეწყდება ამ მზისქვეშ? თუ შენ არა გაქვს პასუხი ამ სამი კითხვიდან თუნდაცრომელიმეზე, მაშინ მერწმუნე, შენ უფრო შეზღუდული ხარ, ვიდრე მე.”

 

დიახ, მრავალი ფორმა არსებობს.

ფავორიტები კი მხოლოდ ფარისევლებს ჰყავთ.

ნუ ვიქნებით ღარიბნი და შეზღუდულნი რომელიმე კონკრეტული ფორმით.

ყოველი ჩვენგანი სრულყოფილია და ყოველი ჩვენგანი არის ცოცხალი და უნიკალური გვერდი ერთი დიდი წიგნიდან.

და ამ წიგნის ყოველი ცალკეული გვერდი შეზღუდულია, რომ იხილოს მისი უკანა თუ მომდევნო გვერდები და მთლიანამბავს ჩასწვდეს.

და ბუნებრივია, რომ ამდენი პასუხ გაუცემელი შეკითხვით ვართ სავსე. .

ენდეთ სცენარის ავტორს და იცოცხლეთ სრული სიცოცხლით, ვიდრე მოვიდოდეს ის დღე, როცა მთელი ამბავიგამჟღავნდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები