დღის facebook სტატუსი – როგორ ვუშველოთ საცობებს ქალაქში

0
46

ქალაქში საცობების შემცირებას ჭკვიანი შუქნიშნებით ცდილობდა ძველი მთავრობა და მათ ჭკვიან შუქნიშნებს ახალი მთავრობა უფრო ჭკვიანი შუქნიშნებით ცვლის, მაგრამ ჩემის აზრით ეს მაშინაც და ახლაც ბლეფი მგონია და სახელმწიფოს ფულის ფლანგვის და ჯიბისკენ მოტეხვის კარგი საშუალება.(ნუ ეს ჩემი აზრია და არაფერს ვამტკიცებ).

რატომღაც ხშირად ვფიქრობ გამოსავალზე.დაკვირვებით რაც დავასკვენი ახლა დავწერ, შეიძება არ ვცდები შემდეგი პრობლემების მოგვარება ცოტას მაინც შეამცირებს საცობების რიცხვს.

1. მკაცრი კონტროლი საგზაო მოძრაობის წესების დაცვაზე. სამარშუტო საშუალებებს უნდა აეკრძალოს უკიდურეს მარცხენა ხაზში გადასვლა, გარდა განსაკუთრებული აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევებისა.

2. მკაცრად გაკონტროლდეს იგივე სამარშუტო საშუალებების მოძრაობის გრაფიკები და გაჩერებიდან დაძრული მიკროავტობუსი 2-3 კმს რომ 5კმ საათში სიჩქარით მილასლასებს ეგ უნდა აიკრძალოს. გაჩერებაზე გაჩერებულ ავტობუსს რომ მეორე ავტობუსი წინ უჩერებს და თან ისე რომ კუუდით ქუჩას კეტავს ეგეც და ა.შ… ამ ამბავს მკაცრი თვალი და ხელი სჭირდება.

3, დისტრიბუცია.ეს საკითხი ძალიან აფერხებს ქალაქის ქუჩების გამტარუნარიანობას. თითქმის ყოველ დღე ქალაქის ქუჩებში გვხვდება გაჩხერილი დისტრიბუციის სატვირთოები და მიკროავტობუსები. დროის ნებისმიერ მონაკვეთში და ნებისმიერი სიგანის ქუჩაზე.დისტრიბუცია უნდა ხდებოდეს ღამისს აათებში ან გამთენიოს, სანამ ქალაქი დაიტვირთება!

4. დასუფთვების მანქანების უაზრო გრაფიკი. პიკისაათებში გააქვთ ნაგავი, რაც საშინლად აფერხებს მოძრაობას.

5. გზის საფარის მოწესრიგება, ისე რომ მძღოლებს არ უწევდეთ ჭების თავსახურების ასაცილებლად ზედმეტი მანევრი და მუხრუჭი. ორმოებზე და გადათხრილ და მიტოვებულ გზებზე არაფერს ვამბობ.

6. საცობებში საპატრულო ქვეითი ეკიპაჟების გასვლას და დამრღვევი მძღოლების მკაცრ დაჯარიმებასაც ექება შედეგი. აი იმ მძღოლების რომ ვერ ითმენენ და საპირისპირო გზაზე რომ გადადიან და უარესად ჭედავენ მოძრაობას,.

7. ქვეითების წესების დაცვა. ადამიანები, რომლებბსაც ქვეითთა შუქნიშანთან 30 წამის ლოდინიც არ შეუძლიათ 500 ლარით მაინც უნდა დაჯარიმდნენ! ასევე გზაზე გადამრბენი ქვეითებიც.

8. აუცილებელია ქალაქში იყოს პარკირების გამართული სისტემა და არა ისეთი ქაოსი რაც ახლაა…

კიდევ უამრავი ფაქტორია, რაც განმუხტავს ქალაქში მოძრაობას… უბრალოდ ამ ფაქტებს განხილვა, შეჯამება და რეაგირება სჭირდება.ჭკვიანი შუქნიშნები კი დიდს არაფერს შეცვლის გარდა სახელმწიფოს ბიუჯეტის კლების და მერიის ზოგიერთი თანამშრომლის ჯიბის სისქის მატებისა

ივანე გოლიაძე