Royal Child – მარეგულირებელი ბიურო VS ინდივიდი

ერთხელ მეგობართან ერთად სანაპიროზე ვიყავი და ახალი საბაგიროთი ვმგზავრობდი; საბაგიროში იყო ახალგაზრდაწყვილი და თავიანთი პატარა ბიჭუნა, ასე 3-4 წლის. ისინი ჩვენს მოპირდაპირედ ისხდნენ და ერთიანად აღტაცებულნიადევნებდნენ ქვემოთ დარჩენილ თბილისს თვალს. მაგ უბანში ჰო ბევრი ტაძარია, და, რომელიღაცა გამოჩნდა ეტყობა; ეცნენეს მშობლები ბიჭუნას და პირჯვარი გადაიწერეო, დაჟინებით სთხოვდნენ. პატარა უარზე იყო. სასოწარკვეთილი მშობლებირიგ-რიგობით აიძულებდნენ ბავშვს, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს. თან ეტყობოდათ, რომ ჩვენი რცხვენოდათ თავიანთი პატარამეამბოხეს გამო, რომელსაც არაფრით უნდოდა ეს შენი პირჯვარი. სიცილს მძლივს ვიკავებდით მათი შემხედვარე.ეტყობოდათ, რომ საბრალოს მაგრად დატუქსავდნენ მოგვიანებით.

 

არის ასეთი ფილმი The Adjustment Bureau – მარეგულირებელი ბიურო. (ფილმების ქართულ საიტებზე სხვანაირად ქვია,მაგრამ, ეგ არაფერი.)

ჰოდა, ფილმი მოგვითხრობს 2 ბრწყინვალე მომავლისა და კარიერის მქონე ადამიანის შესახებ, რომელთა ცხოვრებაცწინასწარ არის დაგეგმილი უხილავი ძალების მიერ. მაგრამ, ხდება ისე, რომ გოგოს და ბიჭს ერთმანეთი უყვარდებათ და ესარ არის გეგმის ნაწილი. . და უხილავი სამყაროს “მარეგულირებელი ბიურო” გამძვინვარებული სდევნის ბედისწერისშეცვლის მსურველებს. . და აიძულებს მათ, რომ დაემორჩილონ თავ-თავიანთ ბედისწერას. მოკლედ, ძალიან მხიარულირამეა. და ნუ, ბოლოს როგორც ფილმებში იციან ხოლმე, სიყვარული იმარჯვებს და ეს ძალიან კარგია.

 

ვფიქრობ, “მარეგულირებელი ბიურო” არის საზოგადოების ბრწყინვალე დეფინიცია. მარეგულირებელი ბიურო VSინდივიდი.

ჩვენს რეალობაში კი ‘რეგულაცია’ ჯერ კიდევ ყრმობის პერიოდიდან იწყება; და ისიც ვის მიერ?! -მშობლების.

დიახ, მშობლები არის ის ხალხი, რომელნიც გამუდმებით იმის ცდაში არიან, რომ თავიანთ ხატად და მსგავსად ქმნანშვილები.

ჩვენ ისინი გვნათლავენ – მამის ძის და სულიწმინდის სახელით. ეშმაკს სამჯერ გვაფურთხებინებენ. შთაგვაგონებენ, რომმეზობლის ლუკამ ვერ უნდა გვაჯობოს! მერე ფაკულტეტს შეგვირჩევენ, მერე სამსახურს, და თუ ძალიან არ შეევედრები,მეუღლესაც ისინი მოგიძებნიან.

განა ჩვენი მშობლები არ გვაიძულებენ ტომ სოიერის კითხვას?! და იგივე მშობლები არ გვდევნიან თუკი ტომივით ანბეკივით ლაღები და ხალასები გავხდებით?

“და საკუთარი შინაურები იქნებიან ადამიანის მტრები.” (მათ. 10:36) -ამბობს ღმერთი.

 

მაგრამ ეს ყოველივე მხოლოდ იმისთვის არსებობს, რათა დაიბადოს ურჩი. დიახ, მორჩილება მხოლოდ იმისთვის არსებობს,რათა ურჩი გამოჩდნეს.

სახარებაში რამდენჯერმე მეორდება 100 ცხვრის იგავი; სადაც 1 იკარგება. და ეს მწყემსი, რომელიც განასახიერებს იესოქრისტეს, ტოვებს 99-ს და მიდის იმ დაკარგულის საძიებლად. და როცა იპოვის, ზურგზე შემოისვამს და შემდეგისიტყვებით მთავრდება იგავი: “როცა იპოვის, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, უფრო მეტად გაიხარებს მასზე, ვიდრეოთხმოცდაცხრამეტზე, რომლებსაც გზა არ აბნევიათ.” (მათ. 18:13) ‘უფრო მეტად გაიხარებს?! ჰმ! ღმერთოო, მე ასეთი არმეგონე, რა უსამართლობაა!’ -იტყვის ვინმე წესიერი ცხვართაგანი.

რელიგიურ დაწესებულებებში ასეთ რამეებს დუმილით უქცევენ გვერდს. და სწორედ ამისთვის არიან რელიგიურიდაწესებულებებიც. ყოველივე ემსახურება მარეგულირებელ ბიუროს, და ჰგვანან სიკვდილს, რათა იშვას ერთი ცოცხალი!

“ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, უფრო მეტად გაიხარებს მასზე, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტზე, რომლებსაც გზა არაბნევიათ.”

მაშ ასე მეგობრებო,

ჩამორჩით ‘ფარას’,

გაახარეთ ღმერთი.

: )

კომენტარები

მსგავსი სიახლეები