Royal child – მაგალითები გენდერული რეალობიდან

  • ამერიკაში (და თითქმის ყველა სხვა ქვეყანაში) ქალები გაცილებით ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ ზუსტად იმავე საქმისკეთებაში, რასაც მამაკაცები აკეთებენ.
  • ვიეტნამში ქალ მწეველთა რაოდენობა გაცილებით ჩამორჩება მამაკაცებისას, რადგან, ქალებისთვის მოწევა შეუფერებლადმიიჩნევა.
  • საუდის არაბეთში ქალს არ შეუძლია მართოს მანქანა, მხოლოდ – კაცს.

სამყაროს უმეტეს ნაწილში, ქალი აკეთებს უფრო მეტ საშინაო საქმეს, ვიდრე კაცი.

  • საქართველოში კი, ზემოთთქმულთაგან ყოველ ასპექტში დომინირებენ ქალზე; და მაინც, ქართველი გოგონების 95%-ისცნობიერება გათხოვებაზე გახლავთ ორიენტირებული.

 

საქართველოში, კარგი ქართველი მამაკაცისთვის, მართლმადიდებელი ეკლესიის ხმა აღიქმება ხმად ღმრთისად; კარგიქართველი ქალისთვის კი -თავისი ქმრის ნებისმიერი გადაწყვეტილების უსიტყვო მორჩილება.

“და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი, კაცად და ქალად შექმნა ისინი.

და აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: „მოშენდით და იმრავლეთ, და აავსეთ მიწა, და დაეუფლეთ მას, და ეპატრონეთზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ არსებას, რაც კი მიწაზე იძვრის.“

/დაბადება 1, 27-28/   – ნათლად ჩანს, რომ ღმერთის ხატი არის ორივე. ქალიც და კაციც. და მცირედი მინიშნებაც კი არარის მამაკაცის უპირატესობის შესახებ, რომელიც მას ქალთან შედარებით უნდა ჰქონოდა ჩვენს დედამიწაზე. განამრავლობითში არ ამბობს, ‘აავსეთ მიწა, და დაეუფლეთ მას.’?

 

მამა ენაცვალოს, დაბადების დღეზე ქალებში უნდა წაგიყვანო!’ -სიამაყით ეუბნება ქართველი ვაჟკაცი თავის ლამის 16 წლისვაჟს. ‘7-ს არ გადააცილო, სახლში ეგდე მაგ დროისთვის!’ -მძვინვარებს იგივე ვაჟკაცი მამა თავისი 21 წლის ქალიშვილისმიმართ. . გენდერული როლები ყველგან და ყოველთვის ორმაგი სტანდარტებით ნაწილდებოდა; ჩვენს რეალობაში კი 2-ჯერ ორმაგი სტანდარტებით. .

 

გასაკვირი არ არის, რომ იესოს ჯვარცმის დღეს მხოლოდ ქალებმა გაბედეს გოლგოთაზე მასთან ერთად ყოფილიყვნენ მძიმეწუთებში.

ებრაელ ქალებს არასოდეს ენახათ იესოს მსგავსი კაცი – წინასწარმეტყველი და მასწავლებელი, რომელსაც ქალებისწინააღმდეგ არაფერი ჰქონდა. . იგი არასოდეს ემლიქვნელებოდა მათ, არც მათ დაყოლიებას ცდილობდა. საკუთრებასავითარ აღიქვამდა ქალს. მათზე ცბიერ ხუმრობებს არ ამბობდა, ან შემდეგნაირად იტყოდა, ‘ქალები! ღმერთო შენ გვიშველე. .’ ან’ქალები! ღმერთმა უშველოს მაგ საცოდავებს.’ ზიზღით არასოდეს ამხელდა მათ და არც სიბრალულის გამო აქებდა. ყოველმათ შეკითხვას თუ არგუმენტს სერიოზულობით ეკიდებოდა და არასოდეს მიუთითებია მათთვის თავიანთი შესაფერისისფერო თუ ადგილი. . არ აიძულებდა, რომ მეტად ქალურნი გამხდარიყვნენ. და არც მდედრობითი სქესის გამო დასცინოდამათ. არასოდეს უთქვამს მათთვის, ‘აქედან-აქამდე იარეთ!’ არამედ, როგორებსაც პოულობდა მათ, ისეთებადვე იღებდა.მთელს სახარებაში არ არსებობს თუნდაც ერთი მოქმედება, ან ქადაგება, ან იგავი, საიდანაც ვინმე ჭკუადმყოფელიდაასკვნიდა, რომ თითქოსდა არსებობდეს რამე ‘უღირსი’ – ქალის ბუნებაში.

“სხვა იგავი უთხრა მათ: „ცათა სასუფეველი ჰგავს საფუარს, რომელიც ქალმა აიღო და დაფარა სამ საწყაო ფქვილში, დამთლიანად გაფუვდა.”

/მათე 13:33/ – აქ პირდაპირ ქალს იყენებს იესო ღმერთის აღსაწერად.

 

და ვფიქრობ, რომ ვიდრე საკუთარ უფლებებს (ღმრთაებრივს თუ ადამიანურს) არ მოძებნის დაჩაგრული გენდერი,არაფერიც არ ეშველება მას.

ყველამ უნდა გაიაზროს, თუ რაზე აწერს ხელს, და სცადოს, რომ იმაზე ნაკლებს არასოდეს დათანხმდეს, რაზეც უოცნებია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები