როცა ჰალსტუხი არ გიჭერს

საცობში ვარ, გრძელ საცობში. ამ  მდგომარობაში  მე და ეს ქვეყანა ერთმანეთს ვგავართ. განსხვავება მხოლოდ დროშია, მე სულ რაღაც ნახევარი საათია ვდგავარ, ის კი წლებია თანაც რატომღაც, მისი ტრანსპორტი არ მოძრაობს. ჩემი ყვითელი ავტობუსი კი ცოტაც და თავის გზას იპოვის. ჩემ გვერდზე მჯდომი მთვლემარე, ნამთვრალევი ყმაწვილი, ალბათ შემდეგ გაჩერებაზე მაინც გაახელს თვალს… საინტერესოა, მასაც უპოვნია მსგავსება თავის ქვეყანასთან.

უკვე მესამე დღეა ხასიათის შემოტევა მაქვს. მოდი და ნუ გექნება, სამი დღეა აქტიურად ვუყურებ ტელევიზორს დარეპორტაჟების გაკეთებაც მიწევს დავალებებისთვის. ახლა მინდა ბევრი ვწერო იმაზე, თუ რას გვიკეთებს ეს მთავრობა, ანიმაზე რომ ჩვენმა ჟურნალისტებმა ისე დაკარგეს ჟურნალისტური სახე, როგორც ლარმა ფასი, მაგრამ… მაგრამ ახალი წელიმოდის… ახალი იმედები, ახალი სურვილები, ახალი მოლოდინები, მე კი ახალი აღმოჩენა გავაკეთე, ნუ ჩემთვის ახალია.არასდროს დავფიქრებულვარ პოლიტიკოსებისგან პატივისცემას, რომ ვითხოვთ თავად თუ ვცემთ ერთმანეთს პატივს. ჩვენუბრალო, უჰალსტუხო ადამიანები. იმდენად მივეჩვიეთ ზემოდან დამცინავ დამოკიდებულებას, რომ როცა შანსი გვაქვს, ჩვენც ასე ვექცევით ერთმანეთს.

ჩემი სამი დღე რესპოდენტთან ინტერვიუთი დაიწყო. დამწყები სტუდენტ-ჟურნალისტი უბრალო დავალების შესასრულებლადმივედი ექსპერტთან. ინტერვიუს დასაწყისშივე გულწრფელად ვუთხარი,რომ ეს ჩანაწერი დავალებისთვის კეთდებოდა დაარსად არ გავიდოდა… აი, აქ დაიწყო. კითხვებზე პასუხი დამცინავი ტონით, პარალელურად კომპიუტერზე ბეჭდვა და საღეჭირეზინა. ჩანაწერი საოცრად ,,სუფთ” გამოვიდა, მე კი არც მახსოვს როგორ გამოვედი. იმ წამს მარტო იმას ვფიქრობდი, ასევე მოიქცეოდა თუ არა, რომელიმე ცნობილი მედიასაშუალების ჟურნალისტი, რომ ვყოფილიყავი. მგონი კითხვაც ზედმეტია. ერთგვარი სენია, როგორც კი ვინმეზე მაღლა მჯდომად ვთვლით თავს, ზემოდან ყურებას ვიწყებთ, სხვების დახმარების სურვილიც ქრება.

დღე მეორე… ამჯერად მეგობარს გავყევი მაღაზიაში სასურველი ნივთის საყიდლად. არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ნივთი ისეავარჩიეთ ერთი კონსულტანტიც არ მოსულა დასახმარებლად, მაგრამ ნამდვილი სანახაობა მერე დაიწყო. მითი, რომ ამქვეყანაში მომსახურების კულტურა არ არსებობს, მითი სულაც არ აღმოჩნდა. დაახლოებით 4 კლიენტი, ნახევარ საათზე მეტიველოდთ ვინმე როდის მოგვაქცევდა ყურადღებას. სანამ ხმას არ ავუწიეთ, არც არავინ გარყეულა. პრეტენზიების მოსმენა კიდიდად არ ესიამოვნათ და … ალილუია, ნივთი შევიძინეთ. არც ის ყოფილა პრეზიდენტი და არც მე მისი კრიტიკოსი. ორივეუჰალსტუხო მოქალაქეები ვიყავით და ერთნაირად გვაწუხებდა ის, რომ ნივთების ფასი ყოველ საათში იმატებდა დასაახალწლოდ ფასდაკლებები აღარ იქნებოდა, მაგრამ სანამ მინი რევოლუცია არ მოვაწყვეთ უკმაყოფილო კლიენტებმა, ზედაც არავინ შემოგვხედა.

მესამე დღეა და უხასიათობასთან ერთად მიწისქვეშა გადასასვლელში გადმოვდივარ. ოჰო, ქალმა პატარა ბავშვს არხეინადმოასაქმებინა ჩემ წინ. მეზობლებთან რომ დაჯდება ალბათ ისიც გალანძღავს მთავრობას. ვფიქრობ, ამ სამ დღეშიჩვეულებრივმა მოკვდავებმა იმდენი ცუდი რამ გააკეთეს, გაღმერთებულებს, რომ თავი ღმერთები ეგონოთ და არვადარდებდეთ რა გასაკვირია.

ახლა შევნიშნე, სპორტის სასახლის წინ კიდევ ერთ უსახურ შენობას აშენებენ. პარამეტრები: რაც შეიძლება მაღალი, მის უკანყველა შენობა უნდა დაფაროს და რაც შეიძლება მეტად უნდა ამახინჯებდეს ამ გაუბადრუკებულ ტერიტორიას. აი, ამ საკითხში აღარ ვიცი ვინ უფრო დამნაშავეა. მგონი ფიქრობენ,რომ მზეჭაბუკს ერთი ფოთოლი კარგად ვერ ფარავს და მალე შენობასაც ააფარებენ. არა, მეგობრებო მზეჭაბუკს თავის სიშიშვლის არ რცხვენია, ჩვენ კი ნუ მოვიჭერთ ჰალსტუხს, როცა არ გვიჭერს.

თამთა ყიფიანი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები