2014 წელს მოვალეობის შესრულებისას მსოფლიოში 128 ჟურნალისტი დაიღუპა

შვედური არასამთავრობო ორგანიზაცია “Press Emblem Campaign“-ის ინფორმაციით, 2014 წლის მონაცემების მიხედვით, მოვალეობის შესრულებისას მსოფლიოში 128 ჟურნალისტი დაიღუპა, აქედან 9 – უკრაინაში, რომელთა შორის ოთხი რუსია. ღაზას სექტორში ისრაელის მიერ ჩატარებული საომარი ოპერაციების დროს დაღუპულ ჟურნალისტთა რიცხვი მხოლოდ ივლის-აგვისტოს განმავლობაში 16-ს აღწევს.

სირიაში 13 ჟურნალისტი დაიღუპა, მათ შორის არიან ისინი, რომლებსაც “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტებმა თავი მოკვეთეს. 12 ჟურნალისტი პაკისტანში დაიღუპა, ათი – ერაყში.

ჟურნალისტებისთვის ყველაზე საშიშ ქვეყნებად უკვე რამდენიმე წელია

სირიამექსიკაერაყისომალი,ბრაზილიაჰონდურასიფილიპინები, ინდოეთი

და პალესტინა სახელდება.

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები