ცნობილი, მდიდარი და გავლენიანი ადამიანები, რომლებიც ოდესღაც უსახლკარონი იყვნენ

ჩვენ ხშირად გვეჩვენება, რომ ადამიანების მცირე ნაწილს აქვს ყველაფერი: ფული, დიდება, წარმატება, გავლენა, სახელი.. .ხოლო ადამიანების უდიდესი ნაწილი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს და ხშირად ნატრობს, რომ თავი მდიდრად და გავლენიანად იგრძნოს, მაგრამ თქვენ ალბათ არ იცით, რომ დღესდღეობით ცნობილი და წარმატებული ბევრი ადამიანი არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, თავიანთი კარიერის დაწყებამდე სრულ სიღარიბესა და უსახლკარობაში ცხოვრობდა. ამ პოსტში სწორედ ასეთ ადამიანებზე გვექნება საუბარი.

ჯიმ მორისონი

იმდენი განსხვავებული ლეგენდა და ისტორიაა დაკავშირებული the doors -ს სახელგანთქმული სოლისტის სახელთან, რომ ძნელი სათქმელია, რომელია მათგან სწორი და რომელი ტყუილი. მაგრამ ერთი უდაოა, რომ ჯიმი თავისი შემოქმედებითი გზის დასაწყისში სრულიად უსახლკარო იყო. ჯიმის ბევრი თაყვანისმცემელი მოგიყვებათ, თუ როგორ ცხოვრობდა ის დიდების ზენიტში მყოფი იაფფასიან სასტუმრო მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ მანამდე ის საერთოდ უსახლკარო იყო და ეძინა იქ, სადაც მოუხდებოდა. ამ ადგილს ხშირად ვენის – ბიჩის ხიდი წარმოადგენდა.

 

ჰოლი ბერი

ჰოლი ბერი დღესდღეობით ერთადერთი აფროამერიკელი მსახიობია, რომელმაც მიიღო ოსკარი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის. თავად ეს ფაქტიც მეტყველებს მის წარმატებაზე, სიმდიდრესა და გავლენაზე, მაგარმ კარიერის დასაწყისში ჰოლის ცხოვრების გზა როდი იყო ია-ვარდებით მოფენილი. ორი წარუმატებელი ქორწინება, რამოდენიმე უიღბლო ურთიერთობა და თვითმკვლელობის მცდელობა-აი ასეთი იყო მისი ცხოვრება. ერთ-ერთ ინტერვიუში ჰოლი ბერი გამოტყდა, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე უსახლკაროც კი იყო, მაგრამ მან თავის თავში იპოვა ძალა, რომ ფეხზე წამომდგარიყო.

 

შანაია ტვეინი

90-იანი წლების ქანთრის დედოფალი შანაია ტვეინი დღეს მდიდარი და გავლენიანი ქალია და შეუძლია საკუთარ თავს ყველაფრის უფლება მისცეს, მაგრამ მისი გზა დიდებისა და წარმატებისაკენ როდი იყო იოლი. მანამ, სანამ მუსიკალური ჩარტების სათავეებს დაიპყრობდა, შანაიამ გადაიტანა სიღარიბე, ძალადობა ოჯახში და რამოდენიმე ხნის განმავლობაში უსახლკაროც კი იყო. სახლიდან გაქცეული ტვეინი რამოდენიმე თვის განმავლობაში ტორონტოში მაწანწალა ცხოვრებასაც კი ეწეოდა, მაგრამ როცა მშობლები ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ, ის იძულებული გახდა სახლში დაბრუნებულიყო და უმცროს და-ძმაზე ეზრუნა.

 

ჩარლი ჩაპლინი

მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ერთ-ერთი უპოპულარულესი მსახიობის და მუნჯი კინოს ვარსკვლავის ჩარლი ჩაპლინის დიდების მწვერვალისაკენ მიმავალი გზაც არ ყოფილა იოლად სავალი. ჩარლის მამა გარდაიცვალა მაშინ, როცა ბიჭი 10 წლისაც კი იყო, ავადმყოფი დედა დროის უმეტეს ნაწილს ჰოსპიტლებსა და საავადმყოფოებში ატარებდა, ამიტომ 10 წლის ჩარლის უხდებოდა პურის ფულის საშოვნელად მუშაობა და ხშირად ეძინა ლონდონის ქუჩებში.

 

კარმენ ელექტრა

კარმენ ელექტრა კინოს სამყაროს მეორე პამელა ანდერსონად მოევლინა. მართალია, ის სექს-სიმბოლო ვერ გახდა, მაგრამ მუდამ იქცევდა ყურადღებას უცნაური ურთიერთობებით და ცხოვრების გლამურული სტილით. თუმცა კარმენის ცხოვრება მუდამ ასეთი როდი იყო. ახალგაზრდა კარმენის ბოიფრენდი ქურდობისათვის დაიჭირეს და გოგონა რამოდენიმე წელიწადი ცხოვრობდა ქუჩაში, ღამეს კი თავშესაფრებში ათევდა.

 

დენიელ კრეიგი

ახლანდელმა ჯეიმს ბონდმა მხოლოდ ერთი-სკაიფოლის როლისათვის 20 მილიონი დოლარი ჰონორარი მიიღო – ეს თანხა საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ კრეიგს და მის შთამომავლობას 50 წელი ეყოთ უზრუნელად ცხოვრებისათვის. მაგრამ ადრე ყველაფერი ასე მარტივად როდი იყო: ინტერვიუში კრეიგი გამოტყდა, რომ სიჭაბუკის წლებში მას საშინელი რამეების კეთება უწევდა საარსებო საშუალებების მოსაპოვებლად და ის დროის უმეტეს ნაწილს ქუჩაში ატარებდა.

 

სილვესტერ სტალონე

არანაირი ეჭვი არაა იმისა, რომ სტალონეს მის მიერ ფილმებით მიღებული ჰონორარი სიცოცხლის ბოლომდე ეყოფა, მაგრამ მიუხედავად დღევანდელი კეთილდღეობისა, მან კარგად იცის, რაა უსახლკარობა. სიჭაბუკის წლებში ბიჭი რამოდენიმე თვის განმავლობაში ათევდა ღამეს პორტში, რადგან ყოველგვარი საარსებო საშუალების გარეშე იყო დარჩენილი. სწორედ მაშინ წააწყდა ის რეკლამას ფილმის კასტინგისათვის, რომელში მიღებული მცირე როლითაც გამოიმუშავა თავისი პირველი 100 დოლარი.

სტივ ჯობსი

რა მოგდით პირველად გონებაში, როცა სტივ ჯობსის სახელი გესმით? – პასუხი ერთია: ფული, ფული და კიდევ ერთხელ ფული. მაგრამ იცით თუ არა თქვენ, რომ კომპანია Apple-ის ერთ-ერთი დამაარსებელი ახალგაზრდობაში უსახლკარო იყო? სტუდენტობის წლებში ის ღამეებს მეგობრებთაან ათევდა სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში და ცარიელი ბოთლების შეგროვებით და ჩაბარებით შოულობდა პურის ფულს. ერთადერთი წესიერი კვება მას ჰქონდა მხოლოდ კვირაში ერთხელ, როცა შვიდ მილს გადიოდა ფეხით კრიშნაიდების ტაძრამდე მისასვლელად, სადაც მას ცხელი სადილი ელოდა.

ჯენიფერ ლოპესი

ლათინოამერიკელი სუპერვარსკვლავის და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შემსრულებლის ჯენიფერ ლოპესის დღევანდელი ქონება 250 მილიონ დოლარს აჭარბებს, მაგრამ სიმდიდრემდე და წარმატებამდე მისი ცხოვრებაც არ იყო იოლი. ჯეი ლოს დედას არ მოსწონდა შვილის გატაცება ცეკვებით, ამიტომ გოგონას ხშირად უხდებოდა ღამის გასათევად ცეკვის სტუდიაში დარჩენა და ბავშვთა თავშესაფარში მუშაობა, რომ ცეკვის გაკვეთილების ფული გადაეხადა.

 

ჯიმ კერი

ჯიმ კერი დღეისათვის ითვლება კომედიური ჟანრის ყველაზე პოპულარულ მსახიობად და ჰოლივუდის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად, რომლის ქონება 150 მილიონ დოლარს აღწევს, მაგრამ წლები მისი კარიერის დასაწყისისა არც ისე წარმატებული იყო. კერების ოჯახმა დაკარგა ბინა, როცა ჯიმი 15 წლის იყო. მამა სამსახურიდან დაითხოვეს და საერთოდ, იმ წლებში ყველაფერი უკან-უკან მიდიოდა. რამოდენიმე თვის განმავლობაში ოჯახი ფურგუნში ცხოვრობდა. ჯიმი იძულებული გახდა სკოლა მიეტოვებინა და მეეზოვედ დაეწყო მუშაობა, რომ ოჯახს შეშველებოდა.

 

P.S. ასე რომ, ძვირფასო მეგობრებო, ცხოვრება ათასნაირ სიურპრიზს გვპირდება, არ ღირს ყურების ჩამოყრა და წუწუნი დღევანდელ წარუმატებლობასა და უიღბლობაზე, მთავარია რწმენა იმისა, რომ ყველაფერი გამოგივათ. ხანდახან მიზნის მისაღწევად წლების განმავლობაში მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო, მაგრამ გწამდეთ, მონდომებას და მიზნისაკენ სწრაფვას ბევრი რამ შეუძლია, სულ ცოტაოდენი იღბალიც და….ოცნებები ხომ ხშირად ხდება!

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები