კარლ ლაგერფილდმა 19 წლის დამწყები მოდელი, კენდალ ჯენერი თავისი კომპანიის 2015 წლის სახედ დაასახელა

კარდაშიანების კლანის ყველაზე უმცროსი ქალიშვილი კენდალ ჯენერი შემოდგომა – ზამთრის კოლექციის fashion week shows-ს ჩვენებაზე სეზონის “ყველაზე ცხელ” მოდელად დასახელდა.19 წლის გოგონა ისეთი სერიოზული ფირმის სახე გახდა, როგორიცაა “Estee Lauder”.ახალმა ამბავმა გოგონას ცხოვრებაში დიდი გადატრიალება მოახდინა, რამდენადაც ეს მისი ცხოვრებისეული ოცნება და უზომო სურვილი იყო – ის დიდების მწვერვალზე მალევე ავიდა და დამსახურებულად პოდიუმის ვარსკვლავიც გახდა – წერს წყარო.

მოდური ინდუსტრიის ყველაზე საპატიო დიზაინერი კარლ ლაგერფელდი ავლენს 19 წლის დამწყები მოდელის განსაკუთრებულ მომხიბვლელობას და მისი გადაწყვეტილებით კენდალ ჯენერი არჩეულ იქნა ლაგერფელდის კომპანიის სახედ  “SS 15 campaign”.

“Tumblr” – ის მიხედვით, 19 წლის მოდელი საუკეთესო მოდელების სიის ათეულში პირველ ადგილზე მოხვდა და კენდალ ჯენერი 2014 წლის ყველაზე პოპულარული მოდელი გახდა.მან საუკეთესო მეგობრები კარა დელევინი და კარლა კროსი უკან ჩამოიტოვა.ახალგაზრდა მოდელი ხშირად არ სტუმრობს სოციალურ ქსელს, მაგრამ მისმა მილიონობით გულშემატკივარმა, რომელთა რიცხვმა 16, 8 მილიონს გადააჭარბა, ყოველდღიურად აქტიურად იწონებენ კენდალ ჯენერის ფოტოებს და თავბრუდამხვევ კომენტარებს აქვეყნებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები