გინებას ტკივილის გაყუჩება შეუძლია

0
9

ინგლისელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ გინებას ტკივილის გაყუჩება შეუძლია. იგი განსაკუთრებულ ეფექტს იმ ადამიანებზე ახდენს, რომლებიც უცენზურო სიტყვებს საერთოდ არ ხმარობენ.

მეცნიერებმა ამის დასამტკიცებლად სპეციალური კვლევა ჩაატარეს, რომელშიც მონაწილეობა რამდენიმე ათეულმა მამაკაცმა და ქალმა მიიღო. მონაწილეები ორ ჯგუფად გაყვეს. პირველ ჯგუფში ის ადამიანები მოხვდნენ, რომლებსაც არასდროს არავისთვის შეუგინებიათ, მეორეში კი ისეთები, რომლებიც დღეში 60–ჯერ მაინც იგინებოდნენ.

ამის შემდეგ ორივე ჯგუფის წარმომადგენლებს ყინულივით ცივ წყალში ხელების ჩაყოფა სთხოვეს იქამდე, სანამ ტკივილი გაუსაძლისი გახდებოდა.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ უცენზურო სიტყვების გამოყენებით პირველი ჯგუფის წევრებმა არა მხოლოდ 2,5 წუთით მეტხანს გაძლეს ცივ წყალში, არამედ ტკივილთან ადვილად გამკლავებაც შეძლეს.

როგორც მეცნიერები განმარტავენ, ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად არ იგინებიან, უცენზურო სიტყვების წარმოთქმისთანავე უაქტიურდებათ ემოციებსა და გრძნობებზე პასუხისმგებელი ტვინის უჯრედები. მათ კი ვისაც უცენზურო სიტყვებით მდიდარი ლექსიკონი აქვთ, ეს უჯრედები სუსტად უმუშავებთ.

წყარო