Royal Child – აზრი

.. ამერიკელი ტიპი იყო, სახელად – ტონი; იქნებოდა ასე 40-ის მაღლა, 50-ს რომ უკაკუნებენ. ღამე ფეხით მიუყვებოდა ერთ-ერთ ქუჩას, როცა 3 თინეიჯერ გოგოს მოჰკრა თვალი. იქნებოდნენ 15-17 წლისები. გოგონებს ერთი მათგანი გამოეყო, ტონის მიუახლოვდა და ეუბნება, ‘მისტერ, 10 $ შეგიძლიათ მთელი ღამე გყავდეთ.’

ტონი მიუბრუნდა მეორე გოგოს, და ჰკითხა, ‘შენ რას იტყვი, შენთვისაც საკმარისი იქნება 10$?’ – მეორე გოგონამ თავი დაუკრა თანხმობის ნიშნად. მესამე გოგონასაც მსგავსი კითხვა მისცა, და, თან, თავისთვის ფიქრობდა, ‘რთულია სექსუალურად გამოიყურებოდე, როცა 15-ის ხარ, ღარიბი, და სასოწარკვეთილად მშიერი. ‘ მაგრამ, მესამე გოგონამაც სცადა დაეფარა თავისი სირცხვილი და სასოწარკვეთილება…

გაუღიმა ტონის და ისიც დათანხმდა. ‘კარგი, ვიხდი 30 დოლარს,’ -თქვა ტონიმ, მიუთითა მათ რომელიღაც სასტუმროზე და უთხრა, რომ 210-ე ნომერში დაუცდიდა მათ, და, 30 წუთში მოდითო, დაუბარა.

აირბინა ტონიმ სასტუმროში, მომსახურე პერსონალს დაუკვეთა, რომ სასწრაფოდ დისნეის რჩეული მულწიკები, გემრიელი, თხილიანი ნამცხვრები და უამრავი სახეობის ნაყინები მიეტანათ მისთვის – ნომერში.

სულ მალე ყველაფერი გამზადდა; გოგონებიც მოვიდნენ; ათასგვარი ტკბილეულიც მოვიდა… და ტონიმ დანაპირები ფული გადაუხადა 3-ივე მათგანს; ჩართო DVD-ი და, მათს გვერდით, გემრიელად შეექცეოდა ტკბილეულს, და უცქერდა მულწიკებს. თითქმის ღამის პირველ საათამდე გასტანა მხიარულებამ; შემდეგ, გოგონებს ძილი მოერიათ და ჩაეძინათ.

ტონი მოშორებით დაჯდა, უყურებს ამ ბავშვებს და სიმწრით ევსება გული; და კითხულობს თავისთვის, ჩუმად, “აზრი?? რა შეიცვალა? ხვალ ისინი დაუბრუნდებიან ქუჩას.. და ვიღაც ბინძურ ბებრუხანას შესთავაზებენ თავს 10$-ად” და ამ ფიქრებში იყო, როცა აღელდა სულით და ქრისტეს ჩურჩული მოესმა, ‘მაგრამ, ტონი, შენ მათ ერთი ღამით მიეცი საშუალება, რომ ყოფილიყვნენ პატარა გოგონები.’

სიკეთეს მიზანი არა აქვს. სიკეთე თვითმიზანია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები