ივან კრილოვ უმცროსი – ძილში დაკარგული ჭეშმარიტება

ყველა ასაკს თავისი ჭეშმარიტება აქვს.

საკმარისია ერთი ნაბიჯი გადმოდგა უკან და სცენიდან მაყურებელთა გვერდზე გადაინაცვლო, უჩვეულო დაიწყოს შენს ცხოვრებაში. მტკივნეულია როდესაც ხელის ერთ გაწვდენაზეა ის რაც შენ გეკუთვნის, მაგრამ მთელი ძალით ცდილობ ადგილზე დარჩე.

შემდეგი ეტაპი გაცილებით საინტერესო და ინტიმურია. ერთდროულად უნდა იყო სცენაზე და მაყურებელთა რიგებში და შეეცადო იფიქრო იმაზე რაც ხდება.

ბოლოს სრული უძრაობაა.

ემილი მოწყენილი დააბოტებდა ქუჩებში და დროგამოშვებით სიგარას აბოლებდა. ის რაც უნდა მომხდარიყო მრავალჯერ გამოსცადა. მან ზუსტად იცის „ ბედნიერებაა ის რაც მოხდება ბოლოს „.

ბავშვობაში ფეხბურთის თამაშისას კარებს გოგონები იცავდნენ, ჩვენც მთელი ძალით ვურტყამდით ბურთს. ეს ის ჭეშმარიტება იყო მერვე კლასში რომ დამესიზმრა, ყურში ჩამჩურჩულეს ქალის ჭეშმარიტება ზუსტად ისეთივეა როგორიც კაცისო.

როცა შევეცადე ვყოფილიყავი გულწრფელი, შემრცხვა და ხმა ვეღარ ამოვიღე.  ვიღაცამ ან რაღაცამ განსკუთრებული მისია დაგვაკისრა. უნდა ვებრძლოთ ბუნების კანონებს საკუთარ თავში.

გავხდი უბრალო და გამიცრუვდა იმედები. არ მოხდა ის რასაც ველოდი.

მივენდე წარმოსახვას და აღმოვჩნდი იქ სადაც ვარ. დაძინებამდე ახალი ჭეშმარეტიბა მომაფიქრდა. თუმცა ძილის შემდეგ ვეღარ გავიხსენე.

თქვენ რას იზამდით რომ იყოთ ემილი ?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები