Anonymous Blog: პოლიტიკური სერიალი

წინათქმა:

ტექსტი, რომლსაც ახლა წაიკითხავთ, არ ასახავს კონკრეტულად ჩვენი რედაქციის მოსაზრებას, უფრო მეტიც მომენტებში ვთვლით, რომ შეფასებები ცოტათი გადაჭარბებულია, თუმცა ვიცავთ რა ჩვენს ლოზუნგს და საშუალებას ვაძლევთ ყველას ვისაც საკუთარი აზრის გამოთქმა სურს, გთავაზობთ ჩვენთან რედაქციაში მოსულ ტექსტს ყოველგვარი კორექტირებისა და შესწორების გარეშე, ასევე ვაცხადებთ, რომ მზად ვართ ადგილი დავუთმოთ საწინააღმდეგო არგუმენტებსაც, თუკი ის არ იქნება შეურაცხმყოფელი ან უცენზურო…

yellowblog.ge – რედაქცია

შემორჩნენ, მათ ტელესივრცე დაიპყრეს, სამწუხაროდ მათ ხალხი უყურებს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს რომ ქართულ ტელესივრცეში ‘’ჩემი ცოლის დაქალები’’ ნომერ პირველია. კარგი რეჟისორი, კარგი სცენარისტი, კარგი პროდიუსინგი, ნიჭიერი მსახიობები, მოკლედ ამ სერიალს ყველა რესურსი აქვს იმისთვის რომ რეიტინგის სათავეში მოექცეს.

დიდ ხანს ვფიქრობდი იმის თაობაზე თუ რა სათაური უნდა ამშვენებდეს ამ სტატიას, მკითხველი კითხვას დასვავს, რა შუაშია პოლიტიკა? ექსკლუზიური ინფორმაციით რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, სერიალის პროდუსერები მსახიობებს პოლიტიკური ნიშნით არჩევენ, თინა მახარაძე, ქალბატონი რომელმაც ‘’ბრავოს’’ პირდაპირ ეთერში ღიად დააფიქსირა თავისი აზრი გოგა ხაჩიძესთან საუბრის დროს, სადაც მან პირდაპირ ეთერში  უთხრა, რომ ის მისი თანამოაზრეა, რასაკვირველია ის ჯგუფ ‘’სახის’’ და მუსიკალური მიმდინარეობის სიყვარულზე არ მიანიშნებდა, აქ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერაზე იყო საუბარი. დაუწერელი კანონია, ტელეწამყვანმა არასდროს თავის პირადი მოსაზრება არ უნდა მოახვიოს ხალხს, თინა უმალვე მეტყოდა, მე სიტყვის თავისუფლების მომხრე ვარო, რომელ სიტყვის თავისუფლებაზეა საუბარი როდესაც მრავალი ნიჭიერი მსახიობი სწორედ იმ ფაქტის გამო დაბლოკეს, რომ ის ‘’ქართული ოცნების’’ ან რომელიმე სხვა პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი იყო.

ხატია ბრაჭული, მსახიობი რომელიც ბოზ თამუნას თამაშობს, ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ დიდი ხნის მხარდამჭერია, გია როინიშვილი, რომელიც მათი დეპუტატი იყო, კიდევ სხვა მრავალ მსახიობზე შეიძლება საუბარი, მაგრამ ეს ყველაფერი შორს წაგვიყვანს. ბევრი ‘’არტისტი’’ ვნახე 15 ნოემბერს მიტინგზე გასული, მათ სურათები გამოაჭენეს სოციალურ ქსელში იმის იმედით, რომ ‘’ჩემი ცოლის დაქალების’’ რომელიმე პროდუსერი მას შეამჩნევდა და სერიალში დააკავებდა. სადამდე დაეცა არა ქართული ‘’ბომონდი’’….? ის მოსაზრება რომ მსახიობი პოლიტიკისგან შორს უნდა იდგეს დიდი ხნის წინ დაიმსხვრა, ამის დასტური ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, როლანდ რეიგანია, ადამიანი რომელიც პროფესიით მსახიობი იყო.

გადავინაცვლოთ ისევ ‘’ჩემი ცოლის დაქალებზე’’. სერია არ მთავრდებოდა ისე, რომ სასულიერო პირი არ გაეშარჟებიათ, უდიდესი ცოდვაა ის ფაქტი როდესაც უფლის სახელით მოსაუბრე ადამიანზე აუგად საუბრობ, მაგრამ უფრო დიდი ცოდვაა ის ფაქტო რომ ამ ყველაფერს ხალხს ახვევ თავს.

გასაგებია ბევრი მამაო არ იმსახურებს ანაფორას, მაგრამ ათი ათასიდან 20 რომ ცუდია მაინც და მაინც იმ 20-ს რატომ ანახებ ქვეყანას? რატომ ნერგავ ახალგაზრდებში მათ მიმართ ზიზღს? რატომ ნერგავ იმ მოსაზრებას, რომ ყველა მამაო ერთი ნაგავია? ადამიანი ვერასდროს ვერ ისაუბრებს ნაყოფიერად იმ წიგნის გარშემო რომელიც არასდროს არ წაუკითხავს!!!!!!! არცერთი თქვენგანი ტაძარში არ დადის, არცერთ თქვენგანს არ ჰყავს მამაო, ამ ყველაფერიდან გამომდინარე როგორ უნდა ისაუბრო სასულიერო პირზე თუ მას ელემენტარულად არ იცნობ? თუ მასთან კონტაქტი არ გაქვს, ინტერნეტში ნანახიდან ვერასდროს ვერ მიხვდები მის კარგს თუ ცუდს.

ასე რომ ქართულ ტელესერიალთა მეფენო, თქვენი მთავარი ლოზუნგი სიტყვის თავისუფლებაა, ნუ დაარღვევთ თქვენს პრინციპებს, იმსჯელეთ ნიჭიერებით და არა ადამიანთა მოსაზრებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები