Mercedes-Benz S-Class – საუკეთესო ავტომობილი ქალბატონებისთვის

„წლის ქალის მსოფლიო ავტომობილი” 2014 წელს   სედანი Mercedes-Benz S-Class-ი გახდა. კონკურსში  მეორე ადგილი დაიკავა  Audi A8, ხოლო მესამე -ელექტრომობილმა Tesla Model S-. გამარჯვებულები 23 კაცისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა, რომელშიც მსოფლიოში ცნობილი ქალი ავტოჟურნალისტები შედიოდნენ.

მანქანების შერჩევა 6 სხვადასხვა კატეგორიაში მოხდა. კრიტერიუმებში კი შედიოდა, როგორც ავტომობილის ვიზუალი ასევე ფასისა და ხარისხის შესაბამისობა.

საუკეთესო საოჯახო ავტომობილად მათ Audi A3 დაასახელეს;

საუკეთეო სპორტულ მანქანად Audi S3;

საუკეთესო კროსოვერად Range Rover Sport-ი;

საუკეთესო ეკონომიურ მანქანად – Honda Jazz/Fit-ი;

საუკეთესო „მწვანე” მანქანად – Tesla Model S-ი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები