პირველი, წყალბადზე მომუშავე ავტომობილი Toyota Sedan Mirai უკვე იყიდება

მსოფლიოში პირველი ავტომობილის გაყიდვა, რომელსაც წყალბადის ძრავი ექნება, იაპონიაში 15 დეკემბრიდან დაიწყება.

Toyota Sedan Mirai–ს ღირებულება, რომელიც ითარგმნება როგორც “მომავალი”, დაახლოებით 60 000 დოლარი იქნება.

იაპონური გაზეთი”ნიკეი სიმბუნი” იუწყება, რომ ამ ავტომობილის ყიდვა ამერიკასა და ევროპაში მომავალი წლის ზაფხულიდან იქნება შესაძლებელი.

წლის ბოლომდე “ტოიოტა” იაპონიაში 400  Mirai გაყიდვას გეგმავს, ხოლო იაპონიის მთავრობა აპირებს 17 ათასიანი სუბსიდიის გამოყოფას ყველა გაყიდულ ავტომანქანაზე.

“ტოიოტას” ცნობით, ერთადერთი რასაც ავტომობილი გადაადგილებისთვის მოიხმარს წყალია და არავითარი გარემოს დამაბინძურებელი ნივთიერებები არ გამოიყოფა.

ავტომობილი სავსე ავზით (რომლის ავსებაც 3 წუთშია შესაძლებელი) 650 კილომეტრს გაივლის. საწვავის ფასი გადაანგარიშებული ერთ კილომეტრზე დაახლოებით 0.09 ცენტია. მომავალ წელს მეორე იაპონური კონცერნი ჰონდაც აპირებს ანალოგიური ავტოს გამოშვებას.

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები