ჩურჩხელა მსოფლიოს ყველაზე გემრიელი ტკბილეულის ათეულში მე-8 ადგილზე მოხვდა.

,,ეს ქართული ტკბილეული ხილის, უფრო ხშირად კი, ყურძნის წვენისგან მზადდება, რომელშიც უნდა ამოავლოთ ძაფზე ასხმული კაკალი. ერთი შეხედვით მარტივი მოგეჩვენებათ, თუმცა ჩურჩხელას მომზადების პროცესი რთული და შრომატევადია, მაგრამ შედეგად მიღებული დესერტი ნამდვილად ღირს მასზე დახარჯულ ენერგიად’’, – ამგვარადაა აღწერილი ჩურჩხელა რეიტინგში.

რაც შეეხება რეიტინგის სხვა ტკბილეულობებს, უგემრიელესთა შორის უგემრიელესად ავსტრიული შტრუდელი დასახელდა. მას მოჰყვება ჩეხური ტრდლო. მესამე ადგილზე მოხვდა თურქული ფაჰლავა, მეოთხეზე კი – ავსტრალიებებისა და ახალ ზელანდიელების საყვარელი პავლოვას ტორტი.

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები