რა უარყოფით შედეგები აქვს მოწევას ქალებისთვის

სიგარეტის მოწევა დიდ და მძიმე გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. ის ზრდის ფილტვების, საყლაპავის, თირკმელების სიმსივნის გაჩენის რისკებს, იწვევს ასევე გულსისხლძარღვთა დაავადებებს, რომელის შედეგიც ხდება ინსულტი, ინფარქტი და ა.შ.

მოწევა ორივე სქესის ადამიანში ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს, მაგრამ განვიხილოთ რა უარყოფითი შედეგები მოაქვს სიგარეტს ქალისთვის:

ამცირებს ორგანიზმის განცდის უნარს

ამცირებს ორგანიზმში ტესტოსტერონის დონეს

იწვევს მენსტრუალური ციკლის დარღვევებს

აზიანებს საკვერცხეებს

მოქმედებს ქალის ვიზუალურ მხარეზეც: აყვითლებს კბილებსა და თითებს, აუარესებს სუნთქვას. დადგენილია, რომ თამბაქოს მოწევა ქალს 8 წლით ადრე აბერებს. ადრეულ ასაკში ეს შეუმჩნეველია, თუმცა 45 წლის მწეველი ქალი თავის ტოლ არამწეველებთან შედარებით 8 წლით უფროსია. ამის მიზეზი ისაა, რომ მოწევის გამო კანი ჯანგბადით კარგად აღარ მარაგდება, შედეგად უფრო ხანდაზმულად გამოიყურებით და თავსაც უფრო ასაკოვნად გრძნობთ.
სიგარეტის კვამლის კომპონენტები მავნეა არა მხოლოდ ფილტვებისთვის, არამედ ვნებს კუნთებს და ასუსტებს ძვლებს. მწეველი ქალები ოსტეოქონდროზისა და სისხლძარღვების დაავადებების დიდი რისკის ქვეშ არიან.

თამბაქოს მოწევა ქალის სექსუალურ ცხოვრებაზეც დამანგრევლად მოქმედებს. სიგარეტის კვამლი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც აზიანებენ ქალის სასქესო უჯრედებს. მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ყოველი ღერი სიგარეტი ქალის შვილის ყოლის შესაძლებლობაზე უარყოფითად მოქმედებს.
სიგარეტი აზიანებს კვერცხუჯრედებს, დაზიანებული კვერცხუჯრედების სპერმატოზოიდით განაყოფიერება კი რთულდება. განაყოფიერების შემთხვევაში კი მცირე შანსია, რომ ჩანასახი სიცოცხლისუნარიანი იყოს. რაც მეტია ნიკოტინზე დამოკიდებულობის პერიოდი, მით მეტია დაზიანებულ კვერცხუჯრედების რიცხვიც.
მწეველ ქალებში ასევე დიდია ნაადრევი მშობიარობისა და სპონტანური აბორტის ქონის რისკებიც.

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები