ნინა ნარმა ,,ტილოს მაქმანის ხაზი”

ხელოვნების სახლში დიზაინერ, ნინა ნარმას ნამუშევრების ჩვენება გაიმართა. დიზაინერმა წარმოადგინა კოლექცია ,,ტილოს მაქმანის ხაზი”

მოგვიყევი როდის დაიწყე ეს საქმე?

დიზაინი ჩემი ბავშვობის ჰობია, ყოველთვის მიყვარდა ძიება რაღაც ახლის და ლამაზის, თავიდან მხოლოდ ჩემთვის და მეგობრებისთვის ვკერავდი, მერე როგორც ხდება ხოლმე, ინტერესი და მოთხოვნილება საკუთარი თავის მიმართ გაიზარდა და პირველი კოლექციაც გავაკეთე.

მარტო მუშაობ თუ დამხმარეები გყავს?

ძირითადად მარტო ვმუშაობ, მეგობრები მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციებში მეხმარებიან ხოლმე.

რა აქვს შენს ნამუშევრებს ისეთი, რაც მას სხვებისგან გამოარჩევს?

მე ვამუშავებ ტილოს და ვქმნი მაქმანს, რომელსაც უსაზღვროდ ვიყენებ, ეს კოლოსალური შრომაა, თითოეული ძაფი ირთვება და მაგრდება ქსოვილზე, მაგრამ ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია. მსგავსი სტილი არავის აქვს. ასე მხოლოდ მე ვმუშაობ.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

გეგმები ბევრი მაქვს, მინდა გაზაფხულზზე პერსონალური ჩვენება მოვაწყო და დავაინტერესო ამ საქმის მცოდნე ადამიანები.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები