იაპონელი ექიმის აღმოჩენა – როგორ მოვიშოროთ მუცელი და მოვიმატოთ სიმაღლეში

სწრაფი და ეფექტური გახდომა ზღაპრად და მითად წარმოგვიდგენია, თუმცა, აი, უკვე ათეული წელია, იაპონელი ექიმი ფუკუცუძი ქალებს უმოკლეს დროში წონის მოცილებაში ეხმარება და ეს ყოველგვარი დიეტის, გამთანგავი ფიზიკური ვარჯიშისა და ფულის ხარჯვის გარეშე ხდება.
მეთოდი, რომელიც იაპონელმა თავის წიგნში აღწერა, აზიაში ექვსმილიონიან ტირაჟად გაიყიდა. წიგნში მოთხრობილი მეთოდისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ დიდი პირსახოცი, მყარი, მსხვილი ძაფი, ჰორიზონტალური ზედაპირი და დღეში 5 წუთი. მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში თქვენ წევხართ სწორ ზედაპირზე და წელის ქვეშ ამოდებული გაქვთ რულონივით დახვეული პირსახოცი. შედეგად მუცელი ქრება. რამდენიმე სანტიმეტრად დახვეულ პირსახოცზე წოლისას წინ წამოიწევს მკერდი, სწორდება ხერხემალი და სიმაღლეც კი გემატებათ.

მთელი რიგი ექსპერიმენტების ჩატარების შემდეგ ექიმმა ფუკუცუძიმ თავისი ჰიპოთეზის მართებულობა დაამტკიცა და შეიმუშავა ვარჯიში სწრაფად გასახდომად. თავდაპირველად მჭიდროდ დაახვიეთ პირსახოცი. შემდეგ შემოახვიეთ მას თოკი, ან მსხვილი ძაფი(გამოდგება ლენტიც). თუ წელის ტკივილები გაწუხებთ, შედარებით თხელი პირსახოცი აიღეთ. ახლაიდეალურად სწორ ზედაპირზე (რბილი საწოლი და დივანი ამისათვის არ გამოდგება, უმჯობესია, იატაკზედააფინოთ პლედი ან სავარჯიშო ლეიბი) დახვეული პირსახოცი ამოიდეთ წელის ქვეშ. ფრთხილად ვწვებით ზურგზე, ხელით გვიჭირავს პირსახოცის მუთაქა, რომელიც ზუსტად ჭიპის გასწვრივუნდა იდოს! ეს მნიშვნელოვანია! ვამოწმებთ პოზის სისწორეს, საჩვენებელი თითით ჭიპიდან პირსახოცისრულონამდე ვხაზავთ წრეს. მოდუნდით. ფეხები მხრების სიგანეზე გაშალეთ და ფეხის წვერები შეართეთისე, რომ ერთმანეთს მხოლოდ დიდი თითები ეხებოდეს. ხელები წაიღეთ თავს უკან, ხელისგულები ქვემოთ უნდა იყოს მიმართული, ნეკა თითები კი -შეერთებული. დააკვირდით! მთავარია, რომ ფეხების ცერა თითები და ხელების ნეკები ერთმანეთსეხებოდეს. სულ ეს არის!

ამ პოზაში უნდა იწვეთ 5 წუთი. თუმცა ერთი სირთულე მაინც არსებობს. თუთქვენ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, თქვენი ჩონჩხი მაშინვე მიიღებს მისთვის ბუნებრივ ფორმას. და ესპროცესი შესაძლოა, მტკივნეული იყოს. თუ თქვენ გაგიჭირდათ 5 წუთი ამ პოზაში გაჩერება, დაიწყეთ ჯერორი წუთიდან და ყოველდღე მოუმატეთ დრო, მაგრამ საბოლოო ჯამში, სწორედ 5 წუთი უნდა დაჰყოთ ამპოზაში. და არ უნდა გამოტოვოთ არცერთი დღე, თუ გსურთ, რომ შედეგი მართლაც მიიღოთ.

თუპირსახოცის რულონს მკერდის გასწვრივ, ბეჭებქვეშ ამოიდებთ, მკერდი ნელ-ნელა წინ წამოიწევს დალამაზ ფორმას მიიღებს. თუ პირსახოცს თეძოების ქვეშ ამოიდებთ, წელის ხაზი უფრო გამოიკვეთება დამოხდენილი გახდება. ეს მეთოდი ერთ კვირაში იძლევა შედეგს, მაგრამ როგორც პრაქტიკიდან ჩანს, გოგონებმა პირველივე მეთოდზე მოიკლეს წელზე 4 სანტიმეტრამდე და მოიმატეს სიმაღლეში 1 სანტიმეტრი. თუმცა, ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია და რა სისწრაფით მიიღებთ თქვენ შედეგს, ამას თავად ნახავთ. მაგრამ ერთს კი ირწმუნება ვარჯიშის შემქმნელი: მეთოდი აბსოლუტურად უსაფრთხოა. მაშინ რატომ არ უნდა ვცადოთ?

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები