საქართველო ინტერნეტის თავისუფლების კუთხით თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში მოხვდა

უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ის “ქსელის თავისუფლების” 2014 წლის ანგარიშში საქართველო ინტერნეტის თავისუფლების კუთხით 26 ქულით თავისუფალი ქვეყნების ჯგუფშია.

ამ მხრივ საქართველოს შეფასებისას გასულ წელთან შედარებით, არაფერი შეცვლილა.

კერძოდ, ისევე, როგორც 2013 წლის ანგარიშში, 2014 წელსაც ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვები 8 ქულით შეფასდა, შინაარსთან დაკავშირებული შეზღუდვები – 7 ქულით, ინტერნეტის მომხმარებელთა უფლებების დარღვევის კუთხით კი საქართველო 11 ქულით არის შეფასებული.

Freedom House-ის ანგარიში 2013 წლის მაისიდან 2014 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს და 65 ქვეყნის მდგომარეობას აფასებს.

“ქსელის თავისუფლების” 2014 წლის ანგარიშში ბოლო პოზიციებს სირია, ირანი და ჩინეთი იკავებენ. რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, 28 ქულით თავისუფალ ქვეყნებს შორის დასახელდა სომხეთი, უკრაინა, ყირგიზეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და ყაზახეთი – ნახევრადთავისუფალ, ბელორუსი და უზბეკეთი კი არათავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდნენ.

როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, „ზედიზედ მეოთხე წელია, მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების კუთხით მდგომარეობა უარესდება, განსაკუთრებით – რუსეთში, უკრაინასა და თურქეთში“.

წყარო

მსგავსი სიახლეები

კომენტარები