კირა ნაითლი Google-ს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს!

კირა ნაითლი, როგორც მრავალი მისი კოლეგა, მზადაა ქალთა უფლებები დაიცვას. მსახიობი გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად და დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოდის.

„უბრალოდ გამაოცა იმ ფაქტმა, რომ დღევანდელი მდგომარეობა 40-იანი წლების სიტუაციისგან არ განსხვავდება, – აღშფოთება გამოხატა კირამ ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში. – ფემინისტების მთავარი მიზნები დღემდე ასე ჟღერს „მაგიდასთან ჯდომისას მამაკაცებთან გათანაბრებული პირობები და შრომის თანაბარი ანაზღაურება“. როგორი გულდასაწყვეტია. ყველაფერი ისე დარჩა, როგორც იყო. Google-ის დამაარსებელს სერგეი ბრინს შევხვდი. Google-ის თანამშრომელთა მხოლოდ 20%-ია ქალი და უნდა ვაღიაროთ, რომ ეს რეალური პრობლემაა“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები