ლედი გაგამ გაამხილა, რომ ბავშვობაში გააუპატიურეს!

ჰოვარდ სტერნის რადიო-შოუში სტუმრობისას, ლედი გაგამ გაამხილა, რომ თინეიჯერობის ასაკში ის გააუპატიურეს. მისივე თქმით, წლები დაჭირდა იმისათვის, რომ ეს ტრავმა დაეძლია. როცა ჟურნალისტმა მომღერალს ჰკითხა, რა იყო სიმღერის “Swine” შთაგონების წყარო, ასეთი პასუხი მიიღო:

არსებობს საშინელი ამბები, რომლებიც გამოვიარე და ამ მომენტისათვის ისიც კი შემიძლია, მათზე გავიცინო. ეს იმ მრავალწლიანი მენტალური და ფსიქიკური თერაპიების დამსახურებაა, რომლებიც წლების განმავლობაში მიტარდებოდა მდგომარეობიდან გამოსასვლელად. სიმღერაც ყოფილ მე-ს მივუძღვენი. ის პიროვნება მე არ მეკუთვნოდა, თითქოს სხვა ვიყავი… სიმართლე რომ გითხრათ, 19 წლის ასაკში დავიწყე კათოლიკურ სკოლაში სწავლა და ისეთ კოშმარში აღმოვჩნდი, გაოცებული ვკითხულობდი, ნუთუ ასე ცხოვრობენ მოზრდილი ადამიანები-მეთქი…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები