გიორგი პაიკიძე – „ვთვლი, რომ ჩემს რესურსს ბოლომდე ვერ იყენებენ, შემიძლია ბევრად უკეთესი გავაკეთო”

დღესდღეობით საკმაოდ მოდურია მაისურები, რომლებიც საკუთარი ხედვით, სასურველი ნახატითა თუ წარწერით არის გაფორმებული. ბევრგან ხდება მაისურების გაფორმება და შეკვეთების მიღება, თუმცა ხარისხიან პროდუქტს ცოტა თუ ქმნის. დღეს yellowblog.ge-ს სტუმარი მხატვარი გიორგი პაიკიძეა. გიორგი პროფესიით ვოკალისტია, ხატვა კი მისი ჰობია.

გიორგი, როდის დაიწყე ხატვა?

ხატვა დედამ მასწავლა, ბავშვობიდან ვხატავ, თუმცა პროფესიული სახე არ მიმიცია. ასე ვთქვათ ჰობია.

როგორ გაგიჩნდათ მაისურების მოხატვის იდეა?

 

მაისურების მოხატვის იდეა დიდი ხანი გვქონდა მე და ჩემს მეგობარ პეპის, იმის გამო, რომ ორივე ზარმაცები ვიყავით ვერ განვახორციელეთ რაც გვინდოდა. შემდეგ კი ჩემმა მეგობარმა- ჯოზეფმა, ასე ვთქვათ თავი გაიგიჟა და facebook-ზე  გამიკეთა ფეიჯი. სწორედ ის მეხმარება პიარის კუთხით. მახსოვს პირველი მაისური რაც გავაკეთე  ჰარი პოტერის თემატიკაზე იყო.

მაისურების მოხატვის მხრივ საკმაოდ დიდი კონკურენციაა. ბევრია ამ სფეროში ჩართული.როგორ ფიქრობთ, თქვენ რა გამოგარჩევთ სხვებისგან, რატომ უნდა მოვიდეს კლიენტიმაინცდამაინც თქვენთან?

ესეთი ფეიჯები უფრო მას შემდეგ მომრავლდა, რაც ჩემი გაკეთდა. გვერდი საკმაოდ პოპულარულია, ძირითადად თინეიჯერებში. საქართველოში არ იშოვება ხშირად ისეთი მაისური, როგორიც მათ უნდათ, ბეჭდვით კი საკმაოდ უხარისხოდ ბეჭდავენ, ამიტომ, არიან ადამიანები რომლებიც აფასებენ ხელით გაკეთებულს და გვიკვეთავენ. რაც შეეხება იმას, თუ რითი გამოვირჩევით კონკურენტებისგან, გეტყვით, რომ ორგანიზებულები ვართ, ხარისხიან პროდუქტს ვქმნით,დროულად ვაწვხდით შეკვეთას მომხარებელს.

ფბ გვერდზე გიწერიათ, რომ მომრავლდა თქვენი პატენტი გვერდები, რომლებიც ზოგჯერთქვენივე ნამუშევრებს იყენებენ პიარისათვის და არღვევენ საავტორო უფლებას. როგორცდილობთ ებრძოლოთ მსგავს უსამართლობას?

 

სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ფეიჯი ზუსტად იგივე სახელით რეგისტრირდება და ავატარსაც კი იპარავენ. ყველაზე მეტად  გამაოცა იმან, რომ ლოგო,  რომელიც მე  მოვიგონე და ჩემი ტელეფონის ნომერიც მივაწერე სხვას ედო პროფილის სურათად. როდესაც ფოტოს ვამუშევებ და ეტიკეტური შეფუთვით არის ჰგონიათ, რომ გუგლიდან მაქვს გადმოწერილი. სამწუხაროდ, საავტორო უფლებებს ვერ ვიცავთ.

რამდენად შრომატევადია ეს საქმიანობა და დაახლოებით რა დროს გართმევთ?

დრო ნახატის სირთულის  მიხედვით მჭირდება, თუ მარტივია 2 საათი  მაინც უნდა, იმიტომ რომ საღებავი ძალიან ნელა შრება.

იღებთ შეკვეთებსაც, რამდენად მრავალფეროვანია მომხმარებელი?

 

ბევრნაირი ადამიანი გვიკვეთავს მაისურს, ყველას თავისი მოთხოვნა აქვს, თუმცა ძირითადად მაინც ვთვლი, რომ ჩემს რესურსს ბოლომდე ვერ იყენებენ, შემიძლია ბევრად უკეთესი გავაკეთო.

შეკვეთით დამზადებული მაისური შესაძლებელია თუ არა განმეორდეს იმ შემთხვევაში თუ სხვამომხმარებელსაც ზუსტად ისეთივე მოუნდება?

 

შეიძლება, თუ არ არის ექსკლიუზიური ნახატი.

ხელნახატი მაისურების ფასები სხვადასხვაა, ალბათ სირთულის მიხედვით განისაზღვრებაღირებულება. ძირითადად, მაინც რა ფასებში მერყეობს თქვენს მიერ დამზადებულიმაისურები?

 

მინიმალურია, საკმაოდ ბევრი თანხა იხარჯებაა თვითონ საღებავზეც. ფასები იწყება 20 ლარიდან. ჩვენ გვაქვს სტანდარტული მაისურები- თეთრი, შავი , ნაცრისფერი,  10 ლარით ძვირი ღირს ფერადი მაისური. თუ ვინმეს საკუთარი მაისურის მოტანა და მისი მოხატვა სურს, არც ეგაა პრობლემა. ჩემი აზრით, კომერციულად ჯობია გაყიდო ბევრი მაისური შეღავათიან ფასად, ვიდრე ძალიან ძვირი დაადო და 2 გაყიდო.

თუ გაქვს შეკვეთების გარდა, შენი იდეით გაკეთებული ხელნახატი მაისურები?

ჩემით გაკეთებული აღარ მაქვს, იმიტომ რომ, რამდენიმე დავხატე და არ გაიყიდა. სამწუხაროდ, ხშირად ხდება ისე, რომ დახატავ ძალიან მაგარ ნახატს და აქვს 2 ლაიქი, დახატავ რაღაც უაზრობას, თემატურს რაიმე წარწერით და აქვას 700 ლაიქი. ამაზე ცოტა გული მწყდება .

საუბარში გიორგის მეგობარი, ჯოზეფ ლალიაშვილიც შემოგვიერთდა, რომელიც გვერდის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

ჯოზეფი: მე და გიორგი მეგობრები ვართ. თავიდან მაისურებს თავისთვის და ჩვენთვის, მეგობრებისთვის აკეთებდა. გამოირჩევა ორიგინალურობით, ამიტომ გაგვიჩნდა იდეა, რომ ფართო მასებზე გავსულიყავით. ყველაზე კარგი საშუალება დღესდღეობით პიარის მხრივfacebook-ია. ხშირად ვაკეთებთ ხოლმე ფოტოკონკურსებს,  რათა მეტი ხალხი დავაინტერესოთ. გამარჯვებულს კი მისთვის სასურველ მაისურს ვჩუქნით.

ხშირად გვპარავენ ავატარებს და გვბაძავენ, მათ უბრალოდ ვეუბნები, რომ წარმატების მისაღწევად აუცილებელია ორიგინალურობა.

თუ გაამართლა კომერციულად თქვენმა საქმიანობამ?

კომერციულად ასე თუ ისე გაამართლა, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ხელოვანი ადამიანის შრომა დაფასებულია.

გიორგი, რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?

 

გიორგი: სამომავლოდ ვაპირებ გაფართოებას, ადრე ვაკეთებდი სამკაულებსაც თიხისგან, ახლაც ვაპირებ , რომ გავაკეთო, ოღონდ უკვე სხვა მასალისაგან.

 

 

თეო ჩომახიძე, ანა ბაციკაძე

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები