Anonymous Blog: დანგრეული ევრო ოცნება – ემიგრანტის ჩანაწერები

დღესაც ისევ ისე გათენდა…მოხუცი ავადმყოფი ქალის ყვირილზე ლოგინიდან წამომხტარს საერთოდ არ შემიხედავსსაათისთვის, არადა თურმე შუაღამის 4 საათი ყოფილა…

ისევ იგივე…

არადა 1 წლის წინ რომ მოვდიოდი ჩემი ქვეყნიდან არც ვიფიქრებდი თუ ასეთი რთული იქნებოდა ემიგრანტობა.

“ევროპული ოცნებით“ აჟიტირებულმა,უამრავი ეკონომიური პრობლემის მქონემ, იმედის არ მქონემ დიდი წვალების შემდეგგავაკეთე ვიზა და წამოვედი…

უამრავი მოსმენილი ისტორიის მიუხედავად, რომელსაც მოქმედი თუ ყოფილი ემიგრანტები ყვებიან, მაინც წამოვედი. ეს თუარ ნახე, თუ არ გაიარე, რთულია სხვისი მონაყოლის დაჯერება. დღეს სხვის ქვეყანაში, სხვის ქუჩებში, სხვის ქალაქშიდავდივარ, ვცხოვრობ…

ამას წინად ერთი ქართველი ქალის ტრაგედიამ შეძრა ქალაქი. ისიც 1 წლის წინ ჩამოვიდა, ძალიან ბევრი ვალითა დაპრობლემით. სამსახური ვერ იშოვნა და ზღვაში დაიხრჩო თავი…

ქართველებმა აკრიფეს გადასასვენებელი თანხა და გადაასვენეს მშობლიურ მიწაზე, სადაც უკვე ობოლი შვილებიელოდებოდნენ დედის ცხედარს…

ჩემი “ევროპული ოცნებაც” დაიმსხვრა დროთა განმავლობაში, უფრო სწორად მაშინ, როცა პირველად დავბანე მოხუცსსაჯდომი…როცა პირველად მიწოდა ამავე მოხუცმა “ჩამოთრეული”. ყოველ დღე იმსხვრევა და ქუცმაცდება “ევრო ოცნება”,მაგრამ ვერ წავალ…ვერა…

თვის ბოლოს ჩემი ოჯახი ელოდება ჩემს გზავნილს… “დე, როგორ ხარ?” მირეკავს დედა ჩემი ქვეყნიდან “კარგად ვარ დე,კარგად ვარ” ვპასუხობ და ყელში რაღაც დიდი ბურთი მეჩხირება…არ ვიცი იმის ბრალია, რომ ვატყუებ, თუ იმის, რომნამდვილად ვატყუებ…

3 თვის წინ მამა დამეღუპა…ვერ ჩავედი, ვერ გავაცილე მამაჩემი ბოლო გზაზე… დარჩა დედაჩემი და ჩემი მხუცი ბებიამარტო…. მე კი აქ, სხვის ქვეყანაში, სხვის ქალაქში, სხვის სახლში ვცხოვრობ და სხვის ბებიას ვუვლი…

დილა მისი ყვირილით იწყება. უნდა ავაყენო, მოვუმზადო საუზმე, დავალევინო წამლები, დავბანო, ჩავაცვა, გავასეირნო,მოვიყვანო სახლში და ისევ გამოვუცვალო უკვე აყროლებული პამპერსი, თან უნდა ვუღიმოდე ისევ რომ არ ამიყვირდეს…თანუნდა ვუსმინო მის ქადაგებას, რომ მე ვარ “ჩამოთრეული”, უუფლებო, რომ არ წარმოვადგენ არაფერს, რომ არ მაქვს უფლებაამოვიღო ხმა და შევეწინააღმდეგო იმიტომ, რომ თვის ბოლოს მიხდის. (უკვე ერთი წელია ამას ვისმენ და მგონი დავიჯერეკიდეც) ხო, მართლა თვის ბოლოც მოახლოვდა, ჩემი ხელფასიც გადავაგზავნე ჩემს ოჯახში. ვიცი, რომ არაფერი აკლია ჩემსოჯახს, მაგრამ მე…

თუმცა სულ დამავიწყდა “მე” აღარ არსებობს…არსებობს “ის”, რომელიც სხვის ქვეყანაშია ჩათრეული, უუფლებო, არწარმოადგენს არაფერს და აი დღესვე რომ მოკვდეს ყველას ფეხებზე კიდია ამ ქვეყანაში. “იმან” უნდა იმუშაოს, იტანოს სხვისიბებიის ლანძღვა, უნდა წმინდოს საჯდომი სხვის ბებიას, იმიტომ რომ თვის ბოლოს მის ბებიას ქონდეს წამალი და საკვებითავის ქვეყანაში…

დღესაც ისევ ისე დაღამდა და ჯერ არავინ იცის როდის, რომელ საათზე გათენდება ჩემთვის…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები