რატომ აქვთ ქართველ ახალგაზრდებს ვირტუალური სექსი და არის თუ არა ეს საშიში?

კაცობრიობამ უკვე XXI საუკუნეს მიაღწია, ფიქრობენ, რომ ესაა წინსვლის, განვითარების საუკუნე სხვადასხვა სახით გამოხატული, მაგრამ ყველაზე მეტად ამსაუკუნეს უახლეს ტექნოლოგიებთან აკავშირებენ, განსაკუთრებით კომპიუტერთან.

კომპიუტერს ინტერნეტი მოჰყვა და ორივემ ერთად კი შეძლო ხალხის ცნობიერების, აზროვნების და სექსუალური განვითარების შეცვლაც კი.  სწორედინტერნეტის სივრცეში აღმოცენდა ე.წ ვირტუალური სექსი.

რა არის ვირტუალური სექსი?

ამის შესახებ მედიას  ერთ-ერთი ვირტუალურ სექსში გამოცდილი 19 წლის პიროვნება ესაუბრა, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ითხოვა, შეხვედრაზეც უარიგანაცხადა და ინტერვიუ “სკაიპის” საშუალებით შედგა.

–         თავიდან კამერებს ვრთავთ და ერთმანეთს ეროტიკულ ადგილებს ვანახვებთ, შემდეგ ხმებს გამოვცემთ (კივილი, კვნესა), პარარელულადველაპარაკებით ერთმანეთს  – “სად მოგეფერო, ეხლა სად გაკოცო” და ასე შემდეგ. ზუსტად ამაშია მთელი აღგზნება, მერე ამას ორგაზმი მოჰყვება დაყველაფერი რჩება. თუ კარგი პარტნიორი შეგხვდა მით უფრო ადვილია გათავება.

 

–          პარტნიორობას უმეტესად ქართველები გიწევენ ხოლმე თუ სხვა ეროვნების ქალებიც კავდებიან ამ საქმით?

 

–          უფრო ქართველები არიან – ქალიშვილები. ბიჭები შეიძლება ვაჟიშვილები არიან ალბათ, უმეტესად ასეცაა, მაგრამ ასევე არიან ადამიანები,რომლებიც ამას სხვა მუღამს უჭერენ, მე პირადად უბრალოდ მსიამოვნებს მეტი არაფერი. საერთოდ “ვირტი” სულ სხვა რამეა, სხვა გრძნობაა რაღაცარარეალურია და იდუმალი. ვირტუალურ სექსს ადამიანი შეიძლება ისე მიეჩვიოს, რომ მხოლოდ რეალური ვეღარ აკმაყოფილებდეს. მე, მაგალითად, თვეშიერთხელ მაქვს ვირტუალური სექსი, ხან ვარ ამის ხასიათზე ხან არა. არჩევანი, რომ მქონდეს ვირტუალური სექსი თუ რეალური სექსი რეალურ სექსსავირჩევდი ყოველთვის.

 

–         ადამიანებს რატომ აქვთ ვირტუალური სექსი?

 

–         გოგოებს იმიტომ აქვთ ვირტუალური სექსი, რომ ქალიშვილობას ინარჩუნებენ და ბიჭებს იმიტომ, რომ იმ მომენტში პარტნიორი არ ჰყავთ გვერდითდა ამგვარი ხერხით იკმაყოფილებენ ბუნებრივ მოთხოვნილებებს.

 

თუმცა, სანამ ახალგაზრდები ე.წ. ვირტით კავდებიან საზოგადოების დარჩენილი ნაწილის წევრები მათ საქციელს მკაცრ შეფასებას აძლევს და აცხადებენ, რომეს კომპლექსების ბრალია. “ყველა შემთხვევაში ვირტუალური სექსი კომპლექსებთან არის დაკავშირებული. ზოგი ვერ ბედავს რეალურ ვითარებაში ქალთანმისვლას, გოგონა ხომ ალბათ მით უმეტეს ვერ ბედავს ბიჭთან მისვლას, რადგან ან რამე ფიზიკური ნაკლი ან კომპლექსები აქვს, ან საზოგადოების აზრისეშინია. ზოგიერთს კი სექსუალური დარღვევა აქვს, რცხვენია ექიმთან მისვლა, მშობლებსაც ვერ ეუბნებიან. ასეთი ადამიანები ვირტუალურად უფროგასხნილები არიან. მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ვირტუალური სექსი კაცს კაცობას აცლის და ქალს – ქალობას, “ვირტსექსმა” ადამიანი შეიძლება იმპოტენტადაქციოს, ძალიან ბევრჯერ რომ ექნებათ “ვირტსექსი” მერე იშვიათად უჩნდებათ სურვილი, რომ “ლაივში” ჰქონდეთ, რადგან ეგენი არიან თავიანთვირტუალურ სამყაროში ჩაძირულები”,- აცხადებენ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები.

მათი მშობლებისა და ბებია-ბაბუას ასაკის ხალხმა კი ამას მხოლოდ ადამიანების გადაგვარება უწოდეს.

მედია ამ თემასთან დაკავშირებით ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტს სოფო ვერულაშვილს დაუკავშირდა:

–         ვირტუალური სექსი ნიშნავს არანორმალურ პათოლოგიურ დამოკიდებულებას სექსისადმი. ზოგადად, სექსი ეს არის რეალური ურთიერთობა,უშუალო კონტაქტი ქალსა და კაცს შორის, ვირტუალური სექსი კი მოკლებულია ყოველივე ამას. შეიძლება ითქვას, რომ ვირტუალური სექსი ავადმყოფობაა,რომელიც გამოწვეულია ნევროზული პრობლემებით, არასწორი მორალური აღზრდით, ვიდეოპროდუქციის გავლენით და ა.შ.

რეალურად, საფრთხე იმაზე მეტია, ვიდრე ეს ამ ადამიანებს წარმოუდგენიათ. ამის შედეგად, შესაძლოა ადამიანმა რეალურად სექსუალური პარტნიორი ვეღარგაიჩინოს, რადგან მასთან კონტაქტის დამყარება ვეღარ შეძლებს.

ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად აზროვნებს და სხვადასხვანაირ დასკვნებს აკეთებს, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც აზრი მრავალნაირად შეიძლება დაიყოს.ზოგმა ვირტუალური სექსის გაჩენა შეიძლება სექსუალურ წინსვლად მიიჩნიოს და თქვას, რომ თანამედროვე ადამიანის წარმოსახვა საზღვრებს სცდება.

ზოგიერთი კი ალბათ ფიქრობს, რომ ეს არის იმის სურათი თუ რა პატარაა კაცობრიობა გონებრივად და რა განუვითარებელი. საუკუნეების მანძილზე მანერთი ნაბიჯი ვერ გადადგა წინ, პირიქით ვირტუალურ ჩარჩოებში მოექცა და თავს ვეღარ ითავისუფლებს.

წყარო

მსგავსი სიახლეები

კომენტარები