რეალური მიზეზი იმისა, თუ რატომ აცვია მარკ ცუკერბერგს მუდმივად ერთნაირი მაისური და ქურთუკი

0
6

ერთერთი საჯარო გამოსვლის დროს, მარკ ცუკერბერგს საკმაოდ უჩვეულო და დამაინტრიგებელი კითხვა დაუსვეს,

კერძოდ: რატომ აცვია მას მუდმივად ერთნაირი მაისური (როგორც ჩანს ბევრმა შენიშნა რომ ცუკერბერგს თითქმის ყოველთვის ერთი და იმავე ფერის მაისური აცვია), მიუხედავად იმისა, რომ შეკითხვა საკმაოდ სასაცილოდ ჟღედა, ახალგაზრდა მილიარდერის პასუხი საკმაოდ სერიოზული გამოდგა:

„ვცდილობ რაც შეიძლება გამოვათავისუფლო ჩემი ცხოვრება ზედმეტი რაღაცეებისგან, დღის განმავლობაში იმდენი გადაწყვეტილების მიღება მიწევს, რომ არ მინდა დრო დავკარგო ისეთ რამეებზე როგორიც არის მაისურების და საერთოდ ტანსაცმლის არჩევა, ისედაც უამრავი რამაა გადასაწყვეტი, სწორედ ამიტომ „გადავამრავლე მაისურები“

მან აგრეთვე დაამატა, რომ არ ღირს დროის კარგვა იმაზე ფიქრში, თუ რა მივირთვათ საუზმეზე, რა ჩავიცვათ და მსგავს მცირე პრობლემებზე, რადგან მათ შეიძლება საბოლოო ჯანში საკმაოდ დიდი დრო დაგვაკარგინონ და ენერგიის დიდი რაოდენობა წაიღონ…

„მე ბედნიერი ადამიანი ვარ, როდესაც ყოველ დილით გავიღვიძებ და ვიცი, რომ მილიარდზე მეტ ადამიანს ვეხმარები და ვემსახურები და შესაბამისად ვეღარ გავაკეთებ საქმეს, თუკი მსგავსი მცირე საზრუნავები წაიღებენ მთელ ჩემს დროს, რაც არასერიოზულად და სისულელედ მიმაჩნია“ – თქვა მან

და იქვე დასძინა, რომ კომპანია Apple-ის დამაარსებელი სტივ ჯობსი და პრეზიდენტი ბარაქ ობამაც იზიარებენ ამ თეორიას

 

Yellowblog.ge