ქალაქის შეზღუდული შესაძლებლობები

თამთას ბლოგი…

მახსოვს ბავშვობაში სადღაც წავიკითხე როცა ცუდად ვიქცევით,მზე ჩვენზე ადამიანებზე ბრაზდება და წვიმა მისიცრემლებიაო.

მზეც გაგვებუტა, დაგვემალა, ღრუბლები ამოიფარა და ატირდა.ნეტავ ამჯერად რა დავუშავეთ?

არ მახსოვს ფიქრებში გართულმა როგორ გამოვიარე უნივერსიტეტის მეორე კორპუსუს დერეფნები და გაჩერებაზე ამოვყავითავი.

მზე ისევ ტიროდა.ბინდიც მოიპარებოდა. ჩემს წინ ორი მამაკაცი ელოდა ავტობუს – ერთი ეტლში იჯდა, მეორე კიგადაადგილებაში ეხმარებოდა.

ავტობუსიც მალე გამოჩნდა და კარიც გაიღო.ჩამომსვლელი ჩამოვიდა, ამსვლელი ავიდა,მძღოლის წამზომი ბოლო წამებსითვლიდა, ამაოდ ცდილობდა კაცი ეტლიანის ავტობუსში აყვანას, დასახმარებლად მხოლოდ ერთი მამაკაცი ჩამოვიდატრანსპორტიდან, მაინც ვერ შეძლეს ეტლის აწევა.

კარი დაიხურა,ჩვენმა, ევროპული სტანდარტების მქონე, ყვითელმა ავტობუსმა გზა განაგრძო.

ასე არაფერი გამოვაო თქვეს. მოკიდა ეტლს ხელი და ფეხით გაუყვნენ გზას. წამოვედი…

წვიმამ იმატა…

ახლა აღარ მიკვირს რატომ ტირის მზე.

მოვდივარ, ვფიქრობ, ვერ მივმხდარვარ. რა დაგვემართა? სად გაქრა სიკეთე, სად გაქრა თანაგრძნობა? ნუთუ არავის შეეძლოწამით ჩამოსულიყო ავტობუსიდან და მათ დახმარებოდა? მგონი საერთოდ აღარ გვიყვარს ერთმანეთი.ჩვენ ხომ შეგვიძლიადავეხმაროთ ერთმანეთს.მაგრამ არა.

ყველას მხოლოდ ჩვენი თავი გვაფიქრებს.

შევხედავთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანს, შეიძლება დაგვენანოს კიდეც, მაგრამ თითქოს მყინვარსდავემსგავსეთ.

უმეტესად სხვისი გასაჭირი ჩვენს შუბლზე ერთ ძარღვსაც არ ატოკებს.

მთავრობები იცვლება, რაღაც კეთდება,რაღაც ფუჭდება, იცვლებიან მინისტრები, დაპირებები, დღესასწაულებზე ბუშტებისფერები, მათთვის კი არაფერი იცვლება.

სასაცილოა,თურმე ამ ქვეყნის პრესტიჟი პოლიტიკოსების ჯიპების სიდიდით, ძვირადღირებული მასაჟებით და სასტუმროსნომრებით იზომება. ისე ნატოში და ევროკავშირში არ  შეგვიშვებენ.

მე უკვე ავტობუსში ვზივარ.ისინი ალბათ ისევ ორნი არიან,ქუჩაში მარტო.

წვიმს.ალბათ რამდენი “ეტლიანი” ადამიანი უცქერს ფანჯრიდან წვიმას, მზესაც.

ქალაქი ჯერ მათთვის ვერ იცლის.

“გამომიშვით, იქნება რაში ვადგები ქვეყანას,შენ კი სახლიდან არ მიშვებ“– თავში მხოლოდ ეს სიტყვები მიტრიალებს..

ვგრძნობ მეც დამნაშავე ვარ, შენც, ყველა…

თამთა ყიფიანი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები