ძალადობა მიღებულია და ყველა თვლის, რომ ეს მისი საქმე არაა…

0
44

ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა ოჯახური ძალადობის თემა საზოგადოებაში, შესაბამისად Yellowblog.ge დაინტერესდა ამ თემით და სცადა  ადამიანების აზრი გამოეკითხა რას ფიქრობენ ჩვენი თანამოქალაქეები ამ თემაზე:

ვისი ან რისი ბრალია ოჯახური ძალადობის გახშირება?

 

ნინო 43 წლის:

–         თავად საზოგადოების ბრალია, ძალადობა მიღებულია და ყველა თვლის, რომ ეს მისი საქმე არაა და ოჯახის საქმეში ჩარევა არ შეიძლება

ლია 67 წლის:

–         თვითონ ქალების ბრალია, დღევანდელი ქალები ისე იქცევიან კაცები ვეღარ თოკავენ და სხვა გზა რო არ რჩებათ ძალადობენ

გია 38 წლის:

–         ძალადობა გახშირდა იმიტომ, რომ ზოგადად აგრესიამ მოიმატა ხალხში, ეკონომიკური პრობლემები, უფულობა, უსამსახურობა აღიზიანებს ხალხს და მათში დაგროვილი აგრესია მერე გადააქვთ ოჯახის წევრებზე

როლანდი 24 წლის:

–         ამ მთავრობის ბრალია, ამდენი ნაძირალა რო გამოუშვა ციხიდან და მოძალადე, აბა რა ეგონათ?!..

ნესტანი 25 წლის:

–         კაცების ბრალია, არარეალიზებულები არიან და აღარ იციან რა ქნან….

გივი 33 წლის:

–         ქალების ბრალია, არ იციან თავისი ადგილი…

დათო 32 წლის:

–         ვინც ძალადობს იმათი ბრალია, კონკრეტულია დამიანების, და არ მგონია რომ მოიმატა, უბრალოდ მგონია რომ უფრო შეუქდება და კარგიცაა, როდესაც პრობლემა არსებობს ამ პრობლემაზე უნდა ილაპარაკო რო გამპოსავალი იპოვო…

მაკა 35 წლის:

–         ეს მარტო ჩვენტან არ ხდება, ეგ ზოგადად მასეა, ადამიანის ბუნებაა თავისზე სუსტი დაჩაგროს, კაცი ფიზიკურად ძლიერია და შესაბამისად უფრო შეუძლია მოერიოს, თორემ ქალებიც არიან მოძალადეები, სუსტ კაცებს ჩაგრავენ

კახა 28 წლის:

–         ვინც ძალადობს ის უნდა ითვლებოდეს სამარცხვინო ადამიანად და აღარ იქნება მოძალადე, შერცხება, აღზრდის ბრალიცაა, ისევ დედები არ ზრდიან იმ მოძალადეებს? არ ასწავლიან ეტყობა, რომ ძალადობა არ შეიძლება

მანანა 48 წლის:

–         გახშირების რა გითხრათ, გახშირებით ალბათ არ გახშირებულა უფრო მეტს ლაპარაკობენ ამაზე უბრალოდ, მასეც უნდა იყოს, როცა ჩუმდები და ხმას არ იღებ მაგაზე მეტს გიზამენ, ჩემმა ქმარმა რო მცემოს, მაგინოს ან მიყვიროს ერთი დღეც კი არ გავჩერდები მასთან, იმიტომ რომ მერე მეორედაც იზამს და უარესსაც

Yellowblog.ge