20 საშუალება სკოლის ამბების გასაგებად ისე, რომ არ ჰკითხოთ ბავშვს „რა მოხდა დღეს სკოლაში?“

ბავშვი  ასაკის მატებასთან ერთად უფრო ჩაკეტილი ხდება და მშობელთან მეგობრულ ურთიერთობას და თავისი  საიდუმლოებების გამხელას ერიდება.  საკითხი, რომლის განხილვაც ყველაზე მეტად არ უყვართ ბავშვებს,  სკოლას უკავშირდება. მშობლები  ყოველთვის კორექტულად არ უდგებიან და პირდაპირი შეკითხვებით ბავშვებს თავს აბეზრებენ – „რა მოხდა დღეს?”-„გაკვეთილი როგორ ჩააბარე?”-„ვინმესთან ხომ არ გიჩხუბია?” და ა.შ.

ხშირად მშობლებმა ფსიქოლოგიურ ხერხს უნდა მიმართონ, ამით მათი ნდობის საკითხიც გაურკვეველი არ იქნება ბავშვისთვის და ამომწურავ ინფორმაციასაც გაიგებენ.

გთავაზობთ 20 ხერხს,   რომ ათქმევინოთ ბავშვს, როგორ აქვს სკოლაში საქმეები, ისე რომ პირდაპირ არ ჰკითხოთ ამის შესახებ.

 

1. რა იყო სკოლაში სასიამოვნო? (რა იყო ყველაზე ცუდი დღეს სკოლაში?)

 

2. აბა, გაიხსენე, დღეს რამ გაგაცინა?

 

3. ვინ გინდა, რომ იჯდეს შენ გვერდით კლასში? (ვინ არ გინდა, რომ იჯდეს?)

 

4.ყველაზე კარგი ადგილი სკოლაში რომელი გაქვთ?

 

5. დღეს რაიმე უცნაური ხომ არ გაგიგია სკოლაში?

 

6. შენი მასწავლებლები რომ სახლში დავპატიჟო, როგორ ფიქრობ, რას მომიყვებიან შენზე?

 

7. დაეხმარე ვინმეს დღეს?

 

8. შენ ხომ არ დაგეხმარა ვინმე?

 

9. დღეს რამე ახალი ხომ არ გაგიგია?

 

10. გაიხსენე, ყველაზე მეტად რამ გაგახარა დღეს?

 

11. მოსაწყენი დღე იყო?

 

12. უცხოპლანელეტელები რომ მოფრინდნენ სკოლაში და რომელიმე შენი კლასელი მოიტაცონ, ვინ გირჩევნია, რომ წაიყვანონ?

 

13. ვისთან თამაში გინდა ყველაზე მეტად?

 

14. დღეს რა სიტყვას იმეორებდა მასწავლებელი ყველაზე ხშირად?

 

15. უფრო მეტად რაზე გინდა, რომ სკოლაში გესაუბრებოდნენ?

 

16. ყველაზე ნაკლებად რისი კეთება მოგწონს სკოლაში?

 

17. დასვენებებზე ყველაზე ხშირად რა ადგილებში თამაშობ?

 

19. ვინ არის კლასში ყველაზე სასაცილო ბავშვი? რატომ არის სასაცილო?

 

20. ხვალვე რომ მასწავლებელი გახდე, რას გააკეთებდი?

 

20 შეკითხვა არ ნიშნავს იმას, რომ ერთდროულად უნდა დაუსვათ, შესაფერისი სიტუაცია ამა თუ იმ კითხვის დასასმელად თქვენ უნდა შეარჩიოთ.

წყარო: reportiori.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები