სტივ ჯობსის ცხოვრებისეული გამონათქვამები

1. თქვენი დრო შეზღუდულია, ნუ გაფლანგავთ მას. ნუ მისდევთ დოგმებს, რომლებიც სხვა ადამიანების ცხოვრებიდან გამომდინარეობს და მათი გამოცდილების შედეგია. ნუ მისცემთ სხვის ხმას ნებას, რომ თქვენი საკუთარი ხმა ჩაახშოს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: მიჰყევით თქვენს  გულსა და ინტუიციას. მათ თითქოსდა იციან, რა გსურთ სინამდვილეში… დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია..

2. ცხოვრება ძლიერად გვკრავს ხოლმე ხელს. ნუ დაკარგავთ რწმენას! ახლა ვხვდები, რომ ერთადერთი რამ რის გამოც გზა გავაგრძელე იყო ის, რომ მიყვარდა რასაც ვაკეთებდი… აუცილებლად უნდა იპოვნოთ საქმე, რომელიც გიყვართ. სამუშაო თქვენი ცხოვრების ერთ–ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილია და ერთადერთი გზა, რომ ცხოვრების ამ ნაწილით კმაყოფილი დარჩეთ ისაა, რომ აკეთოთ ის, რისი კეთებაც გიყვართ! თუ ჯერ კიდევ ვერ გიპოვნიათ ასეთი რამ, გააგძელეთ ძებნა – არ შეჩერდეთ!

3. მე ამაყი როგორც იმით რაც გავაკეთე, ისე იმითაც, რაც არ მიკეთებია. ინოვაცია ნიშნავს უარი უთხრა ათასობით შესაძლებლობას.

4. იმ გრძნობით დაძინება, რომ დღეს რაღაც მშვენიერი შევქმენი – აი, რას აქვს ჩემთვის მნიშვნელობა.

5. ჩემთვის წარმატებული ბიზნესის მოდელს ბიტლზების მაგალითი წარმოადგენს. ამ ადამიანებმა დააბალანსეს ერთმანეთი. ფაქტია რადგან საერთო ჯამში ბევრად უკეთესად გამოიყურებოდნენ, ვიდრე ცალ–ცალკე. ბიზნესშიც იგივეა: დიდი საქმეები ბიზნესში, არასდროს უკეთებია მხოლოდ ერთ პიროვნებას – ისინი ადამიანთა გუნდის მიერ იქმნება.

6. ჩვენ არ გვეძლევა შანსი საკმარისად ბევრი რამ ვაკეთოთ ცხოვრებაში. ამიტომაც, ვფიქრობ რომ თითოეული ჩვენი ნაბიჯი განსაკუთრებული და საუკეთესო უნდა იყოს. ჩვენ ვირჩევთ ჩვენი ცხოვრების გზას, ასე რომ უმჯობესია კარგი ვაკეთოთ, ცხოვრება ნამდვილად ღირს ამად.

7. რატომ უნდა შევუერთდე საზღვაო ფლოტს, როცა შემიძლია მეკობრე ვიყო?

8. ყოველ დილით სარკეში ვიხედები ჩემს თავს ვეკითხები: თუ დღეს ჩემი ცხოვრების უკანასკნელი დღე იქნებოდა გავაკეთებდი კი იმას რის გაკეთებასაც დღეს ვაპირებ? და თუ პასუხი არის “არა”, მაშინ უკვე ვხდები, რომ საჭიროა რაღაც შეიცვალოს ჩემს ცხოვრებაში.

9. ჩემი საყვარელი ფრაზა ეკუთვნის ლეგენდარულ ჰოკეისტს უეინ გრეცკის: მე ყოველთვის იქით მივსრიალებდი, სადაც ჰოკეის ბურთი იქნებოდა რამოდენიმე წამის შემდეგ და არა იქით, სადაც იმ მომენტში იყო. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით ამის კეთებას ეპლის არსებობის პირველი დღეებიდანვე და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც.

10. როდესაც ახალგაზრდა ხარ და ტელევიზორს უყურებ, ფიქრობ, რომ ტელეკომპანიები შეუთანხმდნენ ერთმანეთს და სურთ ადამიანებს გონება დაუჩლუნგონ. შემდეგ კი იზრდები და ხვდები: ადამიანებს ეს თავად სურთ. შეთქმულება საშიში არ არის. შენ შეგიძლია დახვრიტო ნაძირლები, დაიწყო რევოლუცია. მაგრამ არავითარი შეთქმულება არ არსებობს. ტელეკომპანიები, უბრალოდ, მოთხოვნას აკმაყოფილებენ. სამწუხაროდ, ეს სიმართლეა.

წყარო: 4motivi.com

კომენტარები

მსგავსი სიახლეები