Anonymous Blog: „გოგოები ბიჭებს აქეზებდნენ და არც მე ვამბობდი უარს… თავიდან მეგონა პოპულარული ვიყავი და ყველაფერი ამიტომ ხდებოდა“

42 წლის ვარ. ერთი გოგონა მყავს. მას ყველაფრის უფლებას ვაძლევ. სახლში ორი საყვარელი რომ მომიყვანოს, ხმას არ მოვიღებ. მინდა ყველა მშობლეს ვურჩიო, სიმკაცრე ალბათ საჭიროა, მაგრამ, ესეც გამონაკლის შემთხვევებში. ეგოისტი მშობლები ვერ ვახერხებთ შუალედის მოძებნას და შეცდომას ვუშვებთ შვილების წინაშე. მორალს არ წაგიკითხავთ, უბრალოდ, ჩემი მაგალითიდან გეტყვით. თბილისში დავიბადე, ვერაზე ვცხოვრობდით. მშობლები სოფლიდან იყვნენ, აქ გაიცნეს ერთმანეთი და თბილისში გააგრძელეს ცხოვრება. ბავშვობა გამიმწარეს, ყველაფერი დამიშალეს, რაც შეიძლებოდა იმ წლებში გამეკეთებინა, მენახა. ექსკურსიებზეც კი არ მიშვებდნენ, კლასელებთან ერთად. არცერთ ქეიფს არ დავსწრებივარ, მეუბნებოდნენ, გოგო ხარ და სახლში უნდა იჯდე, რას იტყვიან შენზეო. რომ ვეუბნებოდი, ყველა კლასელი ერთად არის და მშობლებიც იქვე არიანთქო, გიჟდებოდნენ, ეგ მოჩვენებითია, ნახე შენს კლასელ გოგოებზე ბიჭები რას ლაპარაკობენო.

უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე ძალიან დაკომპლექსებული ვიყავი. მშობლები ცდილობდნენ იგივე გავლენა ჰქონოდათ ჩემზე, როგორც სკოლის ასაკში. მაგრამ სახლში ვიტყუებოდი, ლექციები დიდხანს მიგრძელდება და მაგვიანდება-მეთქი. ლექციებზე სულ არ დავდიოდი, ყველაფერს ვინაზღაურებდი, რაც სკოლის ასაკში დამაკლდა. სიგრეტის მოწევა დავიწყე, სკვერიდან სკვერში დავდიოდით კურსელები და ვსვამდით. საქმე იქამდე მივიდა, რომ არასერიოზული გოგოს შთაბეჭდილებას ვტოვებდი ყველგან. რატომღაც მე გავხდი სუსტი რგოლი. ყველა ჩემი თანაკურსელი გოგო სვამდა სასმელს, ეწეოდა სიგარეტს, კინოში დადიოდა, ჩაის სახლში იჯდა, მაგრამ, რატომღაც მე ვიყავი უცნაური, ყველა ბიჭი ცუდად მიყურებდა, გოგოებიც აქეზებდნენ… მეც არ ვუარობდი, თავიდან მეგონა რომ პოპულარული ვიყავი.

მერე დავორსულდი და ირვლივ ყველა შემომეცალა. მშობლებმა არ მიმიღეს სახლში, მეგობრები დამეკარგნენ, ის ვისგანაც ორსულად ვიყავი, საზღვარგარეთ წავიდა, მშობლებმა გააპარეს.

ძლიერი აღმოვჩნი. მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა.

 

ჩემს შვილს არ დავაკლებ არაფერს, რაც მის მომავალზე გავლენას იქონიებს. სტუდენტია, ყოველთვის ვიცი სად მიდის, რატომ აგვიანებს, ვისთან მეგობრობს, იმიტომ რომ არაფერს ვუშლი და ვემეგობრები. ის არასდროს იქნება სუსტი და ის არასდროს დაუშვებს შეცდომას. ემეგობრეთ შვილებს, ასწავლეთ როგორ იყვნენ დამოუკიდებლები, როგორ შეეჩვიონ სიძნელეების გადალახვას.

 

Yellowblog.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები