საქართველოში ყოველი ხუთი ორსულიდან სამი აბორტს იკეთებს

უკანონო აბორტებზე გამკაცრებული სანქციები დანაშაულის სიმძიმის შესაბამისია“, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ უკანონო აბორტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სავარაუდო გათვლებით დღეში დაახლოებით 100-150 აბორტი კეთდება ანუ ყოველი ხუთი ორსულიდან სამი აბორტს იკეთებს.

დიმიტრი ხუნდაძის და მირიან წიკლაურის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით კი, უკანონო აბორტი დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 2-წლამდე, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით – თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4-წლამდე, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3-წლამდე.

ნორმები გამკაცრდება იმ შემთხვევაშიც, თუ უკანონო აბორტი სიცოცხლის მოსპობას გამოიწვევს. ამ შემთხვევაში პიროვნება ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 6-წლამდე ვადით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3-წლამდე.

კანონპროექტი სასჯელის ფორმად ჯარიმას აღარ ითვალისწინებს.

წყარო: onlinenews.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები