32 რჩევა ტიბეტური ხელნაწერებიდან წარმატებული ცხოვრებისთვის

1. ისაუბრეთ ნელა და იფიქრეთ სწრაფად.

2. ნუ განსჯით ადამიანებს მათი ნათესავების მიხედვით.

3. როცა თქვენ ამბობთ: «მე შენ მიყვარხარ» თქვით სიმართლე!

4. როცა თქვენ ამბობთ: «მე ვწუხვარ», უყურეთ ადამიანს თვალებში.

5. არასოდეს იცინოთ სხვების სიზმრებსა და ოცნებებზე.

6. ადამიანებს მიეცით იმაზე მეტი, ვიდრე ელიან და ეს ხალისით გააკეთეთ.

7. ყოველთვის გქონდეთ თავში თქვენი საყვარელი ლექსი.

8. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც ისმენთ.

9. დიდი სიყვარული და წარმატება ყოველთვის მოითხოვს დიდ რისკს.

10. როცა თქვენ აგებთ, შეეცადეთ მიიღოთ როგორც გაკვეთილი, ეს გამოგადგებათ.

11. პატივი ეცით საკუთარ თავს და სხვებს. ჩადენილი საქციელისთვის პასუხი აგეთ.

12. ნუ მისცემთ მცირე კამათს იმის უფლებას, რომ დიდი მეგობრობა დაანგრიოს.

13. როცა ხვდებით, რომ შეცდომა დაუშვით, შეეცადეთ მისი გადაფარვის ან დამალვის ნაცვლად სწარაფად გამოასწოროთ.

14. ყოველ დღე გარკვეული დრო გაატარეთ მარტოობაში.

15. მზად იყავით გაცვლისთვის, მაგრამ არასოდეს გაუშვათ ხელიდან საკუთარი ფასეულობები.

16. ზოგჯერ დუმილი საუკეთესო პასუხია.

17. რაც შეიძლება ბევრი წიგნი იკითხეთ.

18. გწამდეთ ღმერთის.

19. საყვარელ ადამიანებთან კამათისას მიმდინარე სიტუაციაში დარჩით. ნუ გაიხსენებთ წარსულს.

20. იკითხეთ სტიქონებს შორის.

21. საკუთარი ცოდნა გაუზიარეთ შვილებს. დღეს ეს უკვდავების მოსაპოვებელი ერთადერთი საშუალებაა.

22. გამოიჩინეთ სინაზე დედამიწის მიმართ. ნუ დაანაგვიანებთ.

23. არასოდეს არ შეაწყვეტინოთ, როცა გეპირფერებიან.

24. ნუ ჩაერევით სხვის საქმეში და ნუ მისცემთ ადამიანებს ცარიელ რჩევებს.

25. ნუ დაუჯერებთ მათ, ვინც თქვენი კოცნისას თვალებს არ ხუჭავს.

26. წელიწადში ერთხელ წადით იქ, სადაც არ ყოფილხართ.

27. თუ დიდ ფულს გამოიმუშავებთ, მათი ნაწილი სხვების დასახმარებლად გამოიყენეთ.

28. გახსოვდეთ, სასურველის ვერ მიღება – ზოგჯერ გამართლებაა.

29. დაუჯერეთ ექიმებს, მაგრამ ისწავლეთ მათი ზოგიერთი აკრძალვის დარღვევა.

30. საკუთარი წარმატება შეაფასეთ იმით, რისი მსხვერპლად გაღებაც მოგიხდათ მის მისაღწევად.

31. თქვენი «მე» — არის თქვენი მოგზაურობის საბოლოო წერტილი.

32. სიყვარულს და კერძების მომზადებას მიუდექით დაუფიქრებელი უზრუნველობით – ნუ შეიყვარებთ და ნუ მოამზადებთ სხვისი რეცეპტების მიხედვით.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები