მერწყული

11მერწყული წარმოაჩენენ თავს ორმხრივად. ერთის მხრივ, თქვენ ნახავთ მორცხვს და წყნარს და მეორეს მხრივ მერწყული შეიძლება იყოს ხმაურიანი, ექცენტრული და ენერგიული. ორივე მათგანი ღრმად მოაზროვნეა და უყვართ სხვისი დახმარება. ეს მარალ-ინტელექტუალური ნიშანი არის დამოუკიდებელი, რომელიც დაჯილდოებულია  ინტუიციით და ლოგიკით. ორივე პიროვნული მახასიათებლების ტიპს აქვთ ფარული უნარი დაინახონ არგუმენტის/პაექრობის  ორივე მხარე წინასწარი შეგონების გრეშე, რაც მათ ხდის პრობლემის შესანიშნავ გადამჭრელად. დროდადრო მერწყულს სჭირდება განმარტოება ძალების აღსადგენად. ამ ნიშნის კარგად დამახასიათებელი სიტყვაა „წარმოსახვა“. მერწყულს შეუძლია დაინახოს მსოფლიო შესაძლებლობები, როდესაც თითქოს არაფერი არ ჩანს.

კარიერა და ფული

მერწყულს შეაქვს ენთუზიაზმი ის სამუშაოში რასაც ასრულებს, განსაკუთრებით თუ  ეს ეხება გამოხატვას. მათ აქვს განსაკუთრებული უნარი დაიხმარონ თავიანთი წარმოსახვა საკმეში და იფიქრონ შეუზღუდავად. პროფესია, რომელიც მას განვითარების ან დემონსტრირების საშუალებას მისცემს შესანიშნავია მათთვის. „მე ვიცი“ არის დამახასიათებელი ფრაზა მერწყულისთვის. ინტელექტის და თავიანთი ტალანტის სხვისთვის გაზიარების სურვილის კომბინაცია ბევრისთვის შთაგონების წყაროა მუშაობისას. მერწყულს იზიდავს ისეთი კარიერა , რომელიც სარგებელს მოუტანს კაცობრიობას.

როდესაც საქმე ეხება ფულს ამ ნიშანს ნამდვილად უნარი შეინარჩუნოს ჯანმრთელი ბალანსი საჭიროებებსა და გადასადებ ფულთან დაკავშირებით. როდესაც ისინი გადიან საყიდლებზე , მბრწყინავი და ექსტრავაგანტული ნივთები იპყრობენ მათ ყურადრებას, მიუხედავად იმისა, რომ მათი სახლი ყოველთვის დიდი გემოვნებით არის მოწყობილი. უჩვეულო არ არის თუ მერწყულს დაინახავთ მკაფიო, კაშკაშა ფერებში ჩაცმულს.

მათთვის შესაფერისი სფეროა, მსახიობობა, მწერლობა, სწავლება, ფოტოგრაფია ან პილოტობა. საუკეთესო გარემოა   რაც მათ ანიჭებს მუშაობის თავისუფლებას ზედმეტი მკაცრი ხელმძღვანელობის გარეშე. მერწყული არასტანდარტულია და თუ მიეცემათ საშუალება გამოამჟღავნონ თავიანთი ნამდვილი ნიჭი, მათ შეუძლიათ შეასრულონ საოცარი საქმეები.