კირჩხიბი

4ეს არის ინტუიციური და სენტიმენტალური ნიშანი, კირჩხიბი შესაძლოა იყოს ზოდიაქოს ერთერთი ყველაზე რთული ნიშანი ამოსაცნობად. იგი არის ძლიერ ემოციური და როდესაც საქმე ეხება ოჯახს და სახლს ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია მისთვის. კირჩხიბი კარგად ეწყობა ირგვლივ მყოფებს. ის არის ერთგული და მგრძნობიარე.

კირჩხიბი და სიყვარული

„მე ვგრძნობ“ დამახასიათებელი ფრაზაა კირჩხიბისთვის და სრულიად ნათელია, რომ როდესაც საქმე ეხება სიყვარულს თბილი და მოსიყვარულე კირჩხიბი ამჟღავნებს მგრძნობელობას ხელმეორედ დაფიქრების გარეშე. ისინი მზად არიან სიყვარულისთვის და ირჩევენ პარტნიორს, რომელიც მაქსიმალურად შეძლებს მის გაგებას . ზედაპირული და ზედმეტად ამბიციური პარტნიოორი არ არის მისთვის მისაღები. კირჩხიბს სურს ისეთი პარტნიორი, რომელიც მასსავით თანასწორად ინტუიციურია. ისინი არიან ერთგული პარტნიორები, უყვართ ბავშვები და ქორწინდებიან სამუდამოდ.

ოჯახი და მეგობრები:

ტრადიციული კირჩხიბი საუკეთესო პარტნიორია. ფაქტიურად ოჯახის ყველა ასპექტი პირველ ადგილზე დგას ამ ნიშნისთვის. ეს ჩანს იმ ოჯახში რომელსაც ისინი ქმნიან და იმ თავგადადებულ მოვალეობებზე, რომელსაც ისინი ავლენენ. ნათესავი კირჩხიბებს ხშირად სურთ აპატიონ პირადი კონფლიქტები როცა საქმე ეხება ოჯახს, უბრალოდ იმიტომ, რომ  მათ აკავშირებთ ნათესაობა. თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ კირჩხიბი ნათესავის იმედი. ისინი არიან ძალიან სენტიმენტალურები და გულმოდგინედ ინახავენ საოჯახო ალბომებს და ისტორიას. დიდი სიამოვნებით გადასცემენ ინფორმაციას მომდევნო თაობებს.

როდესაც საქმე ეხება მეგობრობას, კირჩხიბი ძალიან გამოსადეგია, ისინი თითქმის ყოველთვი სიამოვნებით გამოგიწვდიან ხელს, თუ ეს კონფლიქტში არ მოდის  ოჯაურ ვალდებულებებთან. რადგანაც კირჩხიბი ამჯობინებს სახლში ყოფნას, ის მეგობრები, რომლებიც მას სტუმრობენ სახლში და ერთობიან კარტის თამაშით ან სახლში სადილობით ითვლებიან მისთვის საუკეთესოდ. აგრეთვე კირჩხიბის ინტუიციური, გული-არა-თავი პიროვნება ხდი მას სიმპათეტიკურს, ზოგჯერ მათი გაგება რთულიც კია. ამისთვის დრო მკურნალია.

კარიერა და ფული

კირჩხიბს შეუძლია იყოს ჯიუტი, რადგანაც იგი არის მგრძნობიარე. როდესაც გასაკეთებელია საქმე ისინი აიკაპიწებენ მკლავებს და შეუდგებიან საქმეს. ისინი განსაკუთრებით ანათებენ, როდესაც ზრუნავენ ვინმეზე ან ასრუებენ მსგავს საქმეს და ისინი არიან ძალიან კარგი ძიძები. ისინი აგრეთვე არიან კარგი დიასახლისები, მებაღეები და ჟურნალისტები. კირჩხიბის ქვეყნის სიყვარული ქძლევს მათ საფუძველს იყოს კარგი პოლიტიკოსი. მათ სურთ იგრძნონ თავი განსაკუთრებულად, მცირედ მაინც, ეს მნიშვნელოვანია ამ ნიშნისთვის , რომ თავი იგრძნოს სრულფასოვნად.

უსაფრთხოე  ძალიან მნიშვნელოვანია კირჩხიბის ბუნებისთვის და ფული სხვა რამე არაა. ძირითადად ულის კეთება ეადვილებათ და ინვესტიციას აკეთებენ მცირე თანხით და ზრდიან შემოსავალს. კირჩხიბის წარმომადგენლები ფულს მიიჩნევენ ცხოვრებაში თავიანთი სტატუსის  სიმბოლოდ და კარგად ანაწილებენ დროს და ფულს.