თხის რქა

10როდესაც საქმე ეხება პროფესიონალიზმს და ტრადიციულ ფასეულობებს, თხის რქა მარტივად იგებს. როგორც ყველაზე სერიოზული ნიშანი თხის რქა ფლობს დამოუკიდებლობას, რაც მას პროგრესის საშუალებას აძლევს როგორც პირადულში, ასევე სამსახურში.

თხის რქა და სიყვარული

თხის რქა ყველაზე ხშირად არის სერიოზულიშეყვარებული. თქვენ ვერ დაინახავთ ამ ნიშანს თავით გადახტეს. თხის რქის პირველი ნაბიჯი არის ურთიერთობა. სიტყვები ვერ გამოხატავს მის პიროვნებას, საქმე ლაპარაკობს მის ნაცვლად. თხის რქა აფასებს ქმედებას და შორს წავა, რომ გამოხატოს თავისი გრძნობა საქმით. მათ უყვართ საჩუქრების გაცემა და არ იშურებენ ფულს სასიამოვნო ღამის გასატარებლად გარეთ. იგი არის გულწრფელი და მართალი.

ოჯახი და მეგობრები

ძლიერი გონება და იუმორის გრძნობის კომბინაცია. ისინი შემოიკრებენ ირგვლივ პატიოსან, ერთგულ და გონიერ ხალხს როდესაც საქმე ეხება სამუშაო ფასეულობებს. ისინი უფრთხილდებიან საყვარელ ადამიანებს და ნებისმიერი სიშორის გზას გაივლიან, რომ დაეხმარონ მეგობარს ან ოჯახის წევრს. ბუნებით ტრადიციული, თხის რქას ძალიან უყვარს დღესასწაულები, როგორიცას შობა, რაც აერთიანებს ხალხს სხვადასხვა მრავალფეროვანი აქტივობებით.  მიუხედავად იმისა, რომ თხის რქა არ არის მიდრეკილი ჰყავდეს ფართო სოციალური წრე, ამ ნიშნის გვერდით არიან მართალი და მტკიცე ადამიანები. ემოციების გამომჟღავნება არ არის დამახასიათებელი თხის რქისთვის. მათ ურჩევნიათ გრძნობის გამოხატვა საქმით ვიდრე სიტყვით.

კარიერა და ფული

„ამბიცია“ შესაფერისი სიტყვაა ამ  ნიშნისთვის.  თხის რქა ყოველთვის ნახულობს საჭირო ხერხს სამსახურისთვის. იწყებს კიბის ძირიდან და ადიზ ბოლომდე ისე, რომ არ ეშინია გადმოვარდნის. თუ მიზანს დაისახავენ იბრძვიან მის მისაღწევად.

 მაღალ სტანდარტებთან ერთად, პატიოსნება, შუპოვრობა და საქმისთვის თავის მიძღვნა თხის რქას ხდის შესანიშნავ მენეჯერს. ერთგულება და სათანადოდ მუშაობის სურვილი ის თვისებებია რასაც ეს ნიშანი აფასებს თტავის თავში და მის გარშემო მყოფ ხალხში. იგი არის საუკეთესო მენეჯმენტში, ფინანსებში, სწავლებაში და უძრავი ქონების საქმეში.

თხის რქა არის რესურსით სავსე და შესანიშნავად ანაწილებს დროს და ფულს. დრო და დრო აუცილებლობის გამო მძიმე შრომის შედეგად გამომუშავებული ფულის ხარჯვისას მას დაინახავთ  დიდი საყიდლების ჩანთებით სახალისო და არასერიოზული ნივთებით, რომელსაც არჩევს მაღაზიაში. მაგრამ როგორც წესი, სიფრთხილე მისთვის დამახასიათებელია და იგი აკეთებს პრაქტიკულ არჩევანს მაღაზიაში. მრავალფუნქციურ ნივთებს ენიჭება უპირატესობა.