ვერძი

1როგორც ზოდიაქოს პირველი ნიშანი, ვერძის ყოფნა თითქმის ყოველთვის მიუთითებს რაღაც ენერგიულის და ბობოქარის დასაწყისს. ისინი არიან ენერგიული, დინამიკური, წრაფი და კონკურენტუნარიანი. როდესაც საქმე ეხება ბურთის გაგორებას, ვერძი საუკეთესოა. სამსახურის პროექტებიდან დაწყებული მეგობრების წვეულებამდე დამთავრებული ეს ნიშანი ყველგან დაფასებულია.

ვერძი და სიყვარული:

ეს მოარშიყე ცეცხლის ნიშანი რათქმაუნდა ხელში იღებს ინიციატივას, როდესაც საქმე  ეხება სიყვარულს. ისინი სწრაფად მოქმედებენ, როდესაც ვიღაც იპყრობს მის მზერას. მაგრამ რომ შინარჩუნოთ ვერძის ყურადღება უნდა იყოთ ისეთივე ენერგიული და ამაღელვებელი, როგორიც თვითონაა. ეს არის მგზნებარე ნიშანი, რომელსაც უყვარს თავგადასავლები. როდესაც ცეცხლი გიზგიზებს, ის მართლა წვავს! გრიგალისებრი რომანები დამახასიათებელია ვერძის პიროვნებისთვის. მაგრამ როდესაც შეუვარდება, ეს ძირითადად სამუდამოა.

ოჯახი და მეგობრები:

„ქმედება“  ამ ნიშნის დამახასიათებელი  სიტყვაა. ვერძი  მუდმივად მოძრაობაშია. როდესაც საქმე ეხება ვერძის მეგობრებს, რაც უფრო მრავალფეროვანებაა მით უკეთესია. ვერძის წრე შედგება სხვადასხვა ტიპის ხალხისგან. იგი მარტივად ეწყობა ადამიანებს, ცხოვრების მანძილზე ვერძი წარმოუდგენელი რაოდენობის კავშირებს ამყარებს. ხანგრძლივი მეგობრები ზოგჯერ სულ სხვადასხვანაირები არიან. მხოლოდ ისინი ვისაც გააჩნია თანასწორი ენერგია და სურვილი შეძლებენ მასთან ერთად სიარულს.

დამოუკიდებელი და ამბიციური, ვერძი შეძლებისდაგვარად ადრე იწყობს საკუთარ დამოუკიდებელ ცხოვრებას. საყვარელი ოჯახის წევრები ყოველთვის ვერძის გულში არიან. მისგან ყოველთვის მოსალოდნელია პირდაპირი და გულახდილი დამოკიდებულება.

კარიერა და ფული

ეს არის ცხოვრების ის სფერო სადაც ვერძი ყველაზე მკაფიოდ ანათებს. ამბიციური, კრეატიული და სურვილი იყოს საუკეთესო , სამუშაო ადგილი საუკეთესო პლატფორმაა ამისთვის. დაბადებული ლიდერები, ეს ნიშანი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, როდესაც იღებს გადაწყვეტილებებს ვიდრე ასრულებს მითითებეს.

როდესაც უპირისპირდება სირთულეს, ვერძი სწრაფად აფასებს სიტუაციას და ღებულობს გადაწყვეტილებას. კონკურენცია მხოლოდ ხელს უწყობს ამ ნიშანს უფრო ძლიერად ანათოს. ვერძი წინ მიიწევს ცხოვრებაში საკუთარი დღის წესრიგის. კარიერა, რომელიც არის ძლიერი არჩევანი მოიცავს: უძრავი ქონების აგენტი, გაყიდვები, მენეჯერი, კონდუქტორი და ბიზნეს მესაკუთრე.

იმისდა მიუხედავად, რომ ვერძი გონიერია, რომ გადაინახოს შავი დღისთვის, ხშირად ასე არ ხდება. რადგანაც შოფინგი, გემბლინგი გაცილებით მიმზიდველია. ისინი არ არიან ფოკუსირებული მომავალზე. ფაქტიურად, ისინი ცხოვრობენ დღევანდელი დღით. ფული იშვიათად აშინებთ, რადგანაც უყვართ შრომა, მაგრამ შესაძლოა დახარჯონ ისევე სწრაფად , როგორც შოულობენ. ერთი რაშიც ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ, ვერძი შძლებისდაგვარად ბევრს იმხარულებს .